Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/9348
Title: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი შვილიშვილთან შალვა აშხაცავასთან ერთად
Keywords: ჯგუფური ფოტო
ერისთავები
აშხაცავა, შალვა სიმონის ძე (1922-1982)
ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე (1866-1929)
Abstract: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი - ქსნის ერისთავთა რეზიდენციის ბოლო მეკვიდრე. ცნობილი დეკლამატორი, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებსაც კარგად კითხულობდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, კოლა ერისთავი ახლომეგობრულ ურთიერთობაში იყო ილიასთან და მუდმივი სტუმარი ყოფილა საგურამოში ილიაობის აღსანიშნავად გამართული ტრადიციული წვეულებებისა, რომელზეც, მწერლის პატივსაცემად, ქართული ინტელიგენციის რჩეული წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. ლხინს თან სდევდა “სიტყვა თამაში, სიტყვები, ექსპრომტები, მოსწრებულიუ ლაპარაკი და ბოლოს კოლა ერისთავისაგან წარმოთქმული მშვენიერ კილოზე ჩვენი პოეტების ლექსები, ილიას და აკაკის პოემები”(ს.მგალობლიშვილი, მოგონებები, თბ.1938. გვ.168). კოლა ერისთავი ერთი პერიოდი მსახურობდა ქიზიყის მხარეში, იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ხშირად მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს ახალგორის ერისთავთა სასახლეში. შალვა აშხაცავა - ქსნის ერისთავის, ნინო ნიკოლოზის ასული ერისთავის და სიმონ მიხეილის ძე აშხაცავას ვაჟი.
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: თამარ აშხაცავა
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Eristavi_Kolia -Shvilishvili Shalva_Ashxatava.jpg155.81 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.