Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/95530
Title: | ქართველი აკადემიკოსების ჯგუფი |
Keywords: | ჯგუფური ფოტო გელბახიანი, პეტრე გედევანის ძე (1911-1996) ტატიშვილი, ირაკლი იაკობის ძე (1902-1980) ზურაბაშვილი, ავლიპი დავითის ძე (1902–1994) ჟღენტი, ვლადიმერ ყაფლანის ძე (1891-1972) ერისთავი, კონსტანტინე დავითის ძე (1889-1975) ხეჩინაშვილი, სიმონ (1919-2010) ანთელავა ნიკოლოზ ვარდენის ძე (1893-1970) გედევანიშვილი, დიმიტრი პანტელეიმონის ძე (1884-1958) სარაჯიშვილი, პეტრე (1894-1984) ჩაჩავა, კონსტანტნიე ვლადიმერის ძე (1919-1979) მარუაშვილი, გიორგი მინას ძე (1910-1989) ფაღავა, ირაკლი ბაკურაძე, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1905-1987) |
Abstract: | ვლადიმერ ჟღენტი - პათოლოგ-ანატომი, პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. პეტრე გელბახიანი - პროფესორი, ფარმაცევტიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1942 წლიდან საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი სააფთიაქო სამმართველოს უფროსი, 1959 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი. ირაკლი ტატიშვილი - ექიმი, აკადემიკოსი, პათანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ავლიპ ზურაბიშვილი - ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. სიმონ ხეჩინაშვილი - ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. კონსტანტინე ერისთავი - ქირურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი, იყო საქართველოს ქირურგიული საზოგადოების, საპატიო თავმჯდომარე. ნიკოლოზ ანთელავა — ქირურგი, გულმკერდის ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. პროფესორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დიმიტრი გედევანიშვილი - ქართველი ნიადაგთმცოდნე, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. პეტრე სარაჯიშვილი - ქართველი ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაჯილდოებულია 2 ლენინისა და შრომის წითელი დროშის ორდენებით. კონსტანტინე ჩაჩავა - ქართველი მეან-გინეკოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სსრ კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გოგი მარუაშვილი - პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ალექსანდრე ბაკურაძე - ფიზიოლიგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ივანე ბერიტაშვილის ნეიროფიზიოლოგიის სკოლის წარმომადგენელი. ირაკლი ფაღავა - ფიზიოლიგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. |
Description: | მარცხნიდან, სხედან: ნიკოლოზ ანთელავა, ავლიპ ზურაბიშვილი, ვლადიმერ ჟღენტი, პეტრე სარაჯიშვილი, კონსტანტინე ერისთავი, პეტრე გელბახიანი, ირაკლი ტატიშვილი. მარცხნიდან, დგანან: დიმიტრი გედევანიშვილი, კოტე ჩაჩავა, სიმონ ხეჩინაშვილი, გოგი მარუაშვილი, ირაკლი ფაღავა, ალექსანდრე ბაკურაძე |
Owner: | ნუცა ტატიშვილი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Nuca_Tatishvili_12.jpg | 186.42 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.