Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97686
Title: პაატა ზაქარეიშვილი
Authors: სულაკაური, ზაალ
Keywords: კარიკატურა
ქართველი კარიკატურისტები
სულაკაური, ზაალ (1970)
Description: პაატა ზაქარეიშვილი - (1958) - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან. 1992-1997 წლებში იყო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი. 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე. 1995-1997 წლებში იყო „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი. 1995-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი. 1995-2012 წლებში იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი. 1998-2012 იყო „შერიგების რესურსების“ (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან და „შლაინინგის პროცესის“ ქართული მხარის კოორდინატორი. 2000-2001 წლებში ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC).
Appears in Collections:კარიკატურა, შარჟი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Paata_Zakareishvili.jpg80.8 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.