Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97699
Title: კირილე გურგენიძე, ნიკოლოზ ამილახვარი, სპირიდონ კედია და ვასილ დუმბაძე
Keywords: ჯგუფური ფოტო
გურგენიძე, კირილე
ამილახვარი, ნიკოლოზ
კედია, სპირიდონ მალხაზის ძე (1884-1948)
დუმბაძე, ვასილ
Issue Date: Jul-1931
Abstract: სპირიდონ კედია - პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ედპ-ის ერთ-ერთი ლიდერი და თავმჯდომარე. 1942-1943 წწ. ქართული ეროვნული კომიტეტის წევრი ბერლინში. 921 წლის მარტში საქართველოს მთავრობა და ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. სპირიდონ კედია საქართველოში დარჩა. 1922 წლის თებერვალში დაგეგმილი იყო მასობრივი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია. წინა ღამეს ყველა ეჭვმიტანილი, მათ შორის, სპირიდონ კედიაც, დააკავეს. 6 თვე იჯდა „გუბერნსკში", შემდეგ ეტაპით ბათუმში ჩაიყვანეს და საქართველოდან გაასახლეს მეუღლესთან ერთად. საფრანგეთში გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა ემიგრაციის არამარქსისტ ნაწილთან ერთად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პუბლიცისტიკის ის ნაწილი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეხება. პარიზში გამოსცემდა: ჟურნალს „სამშობლოსათვის," ედპ-ს პარტიულ ორგანოს -„სამშობლო", გაზეთა, „საქართველოს გუშაგი" თანამშრომლობდა გიორგი მაჩაბელთან, კერძოდ, ჰქონდა პატარა საწარმო-ლაბორატორია, სადაც მაჩაბელის პარფიუმერიისათვის ესენციებს ამზადებდა. გარდაიცვალა 1948 წელს, პარიზში. დაკრძალეს ლევილში. მეუღლე - სოფიო ჩიჯავაძე, ქალიშვილი - თეონა კედია.
Description: ფოტო გადაღებულია პარიზში.
Owner: გიორგი მამულია
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
mamulia_49.jpgრექტო964.48 kBJPEGThumbnail
View/Open
mamulia_50.jpgვერსო1.03 MBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.