ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97699
სათაური: კირილე გურგენიძე, ნიკოლოზ ამილახვარი, სპირიდონ კედია და ვასილ დუმბაძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
გურგენიძე, კირილე
ამილახვარი, ნიკოლოზ
კედია, სპირიდონ მალხაზის ძე (1884-1948)
დუმბაძე, ვასილ
გამოცემის თარიღი: Jul-1931
რეზიუმე: სპირიდონ კედია - პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ედპ-ის ერთ-ერთი ლიდერი და თავმჯდომარე. 1942-1943 წწ. ქართული ეროვნული კომიტეტის წევრი ბერლინში. 921 წლის მარტში საქართველოს მთავრობა და ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. სპირიდონ კედია საქართველოში დარჩა. 1922 წლის თებერვალში დაგეგმილი იყო მასობრივი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია. წინა ღამეს ყველა ეჭვმიტანილი, მათ შორის, სპირიდონ კედიაც, დააკავეს. 6 თვე იჯდა „გუბერნსკში", შემდეგ ეტაპით ბათუმში ჩაიყვანეს და საქართველოდან გაასახლეს მეუღლესთან ერთად. საფრანგეთში გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა ემიგრაციის არამარქსისტ ნაწილთან ერთად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პუბლიცისტიკის ის ნაწილი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეხება. პარიზში გამოსცემდა: ჟურნალს „სამშობლოსათვის," ედპ-ს პარტიულ ორგანოს -„სამშობლო", გაზეთა, „საქართველოს გუშაგი" თანამშრომლობდა გიორგი მაჩაბელთან, კერძოდ, ჰქონდა პატარა საწარმო-ლაბორატორია, სადაც მაჩაბელის პარფიუმერიისათვის ესენციებს ამზადებდა. გარდაიცვალა 1948 წელს, პარიზში. დაკრძალეს ლევილში. მეუღლე - სოფიო ჩიჯავაძე, ქალიშვილი - თეონა კედია.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია პარიზში.
მფლობელი: გიორგი მამულია
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
mamulia_49.jpgრექტო964.48 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
mamulia_50.jpgვერსო1.03 MBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება