Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/129033
Title: ნათელა კვაჭაძე
Keywords: კვაჭაძე, ნათელა არსენის ასული (1918-2002)
ექიმი
Abstract: ნათელა კვაჭაძე - ნათელა დაიბადა ბათუმში 1918 წლის 12 აპრილს არსენ კვაჭაძისა და მარიამ გვარჯალაძის ოჯახში. მას ჰყავდა 5 და: სოფიო, მარგო, ეკატერინე, ზინა და ეთერი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ნათელამ ჩააბარა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგაც როგორც ექიმი-სტომატოლოგი გაანაწილეს ქ. ახმეტაში სამუშაოდ. მეორე მსოფლიო ომის დროს,ახმეტის სამხედრო ჰოსპიტალში ნათელამ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე - ლადო ანიკაშვილი, რომელიც იმ დროს ახმეტის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარ ექიმად მუშაობდა.მალე ნათელა და ლადო დაქორწინდნენ და 1945 წელს შეეძინათ ქალიშვილი - მანანა, ხოლო 3 წლის შემდეგ ვაჟი - ზურაბი. ახმეტიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ნათელა მუშაობდა ექიმ-სტომატოლოგად თბილისის მე-8 სტომატოლოგიურ კლინიკაში. მალეიგიამავე სტომატოლოგიური კლინიკის მთავარ ექიმად დაინიშნა და 35 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ამ დაწესებულებას, რომელიც სანიმუშო კლინიკად აქცია. ქალაქის ხელმძღვანელობას აქ დაჰყავდათ თბილისში ვიზიტით მყოფი საპატიო სტუმრები და უცხოელი სპეციალისტები, რათა ეჩვენებინათ რესპუბლიკის სამაგალითო სტომატოლოგიური კლინიკა. ნათელა საოცარი კომუკაციის და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება იყო. გურული იუმორით აღჭურვილი, იგი ადვილად ახერხებდა ადამიანის პოზიტიურად განწყობას, თავის ყველა თანამშრომელზე ზრუნავდა, როგორც საკუთარი ოჯახის წევრზე და დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა როგორც კლინიკის თანამშრომლებს, ასევე ყველა იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც მასთან ურთიერთობა უწევდა. თავისი ძალზე ენერგიული და შემოქმედებითი მოღვაწეობის წყალობით, ნათელამ ავტორიტეტული და პატივცემული პიროვნების რეპუტაცია მოიპოვა. იგი დააჯილდოვეს შრომის გმირის მედლით, რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის მედლით, იყო თბილისის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე და საქალაქო მოწვევის დეპუტატი. ნათელა სიცოცლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა თავის მშობლიურ მე-8 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკასდა გარდაიცვალა 2002 წლის 23 დეკემბერს. ნათელა კვაჭაძე დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
Owner: ზაზა გოგოტიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Gogotishvili_000.jpg402.19 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.