Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/133473
Title: Тифлисъ. Церковь и колокольня св. Давида съ северо-восточной стороны
Other Titles: თბილისი. მამა დავითის ტაძარი და სამრეკლო. ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე
Authors: ერმაკოვი, დიმიტრი
Ермаков, Дмитрий Иванович
Keywords: ძველი თბილისი
"მამა დავითი"
ტაძარი
სამრეკლო
მთა
მთაწმინდა
Series/Report no.: Тифлисъ;№ 1297
Abstract: მამა დავითის ტაძრის ისტორია უკავშირდება VI საუკუნეში საქართველოში ანტიოქიიდან ჩამოსულ, ცამეტი ასურელი მამათაგან ერთ-ერთს, დავით გარეჯელს. მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, რომელიც ათონის ივერთა მონასტერს ექვემდებარებოდა. ამიტომაც ათონის მთის მსგავსად, მამადავითს მეორე სახელი - მთაწმინდა დაერქვა. სავარაუდოდ, X საუკუნეში ამავე ადგილას დაარსდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა. მოგვიანებით, 1542 წელს ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღმრთისმშობლის სახელობის სავანე აღდგა. XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა. 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი „სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა“. 1859 წელს კი დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა, რომელიც საბოლოოდ იკურთხა 1871 წლის 22 სექტემბერს ეგზარხოს ევსევის მიერ. 1929 წლიდან მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.
Description: მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძარი. გადაღების თარიღი უცნობია
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
1297.jpg681.16 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.