ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/170790
სათაური: ქურთი ქალი
ავტორები: ქობულაძე, სერგო
საკვანძო სიტყვები: ფერწერა
ქართველი მხატვრები
ქობულაძე, სერგო (1909-1978)
პორტრეტი
მუყაო
ზეთი
გამოცემის თარიღი: 1936
აღწერილობა: ქართველი მხატვარი, სერგო ქობულაძე დაიბადა 1909 წლის 7 თებერვალს ახალციხეში. ოჯახის თბილისში გადმოსვლის შემდეგ, ქობულაძეს საშუალება მიეცა, საშუალო სკოლაში სწავლასთან ერთად ბ. შებუევისა და ნ. სკლიფასოვსკის ხატვის გაკვეთილებს დასწრებოდა. 1925-1930 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ე. ლანსერესთან, ი. შარლემანთან და გ. გაბაშვილთან. 1931 წლიდან სსრკ-ის დიდი თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი სერგო ქობულაძე თეატრში კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია 1932 წელს. ამ დროიდან მისი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან. მან გააფორმა სპექტაკლები თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის და რუსთაველის სახელობის თეატრებში, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, და მოსკოვის დიდ თეატრში. მათ შორის თბილისის საოპერო თეატრში მ. შველიძის ოპერა „ამბავი ტარიელისა“ (1947 წელი) და გრიგოლ კილაძის ბალეტ სინათლეს (1947 წელი) გაფორმებისათვის მას სახელმწიფო პრემიები მიენიჭა „სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი“. 1930 წლიდან სისტემატიურად მონაწილეობდა გამოფენებში, რომლებიც თბილისში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ეწყობოდა. 1950-იან წლებში მისი ნამუშევრები გაიგზავნა ვენეციასა და ლონდონში. 1960 წელს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის, სერგო ქობულაძემ მოხატა საზეიმო ფარდა, რომელშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა.
მფლობელი: სერგო ქობულაძის ოჯახის საკუთრება
შესულია კოლექციებში:ფერწერა და გრაფიკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
kurti_kali_mukao_zeti_46X38_1936_mxatvris_ojaxis_sakutreba.jpg121.03 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება