Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/198096
Title: 1910 წლის ჟურნალ „ფასკუნჯში“ დაიბეჭდილი სურათის ისტორია
Keywords: ნახატი
ჭილაშვილი, მიხეილ
ორბელიანი, ვახტანგ
მელიქიშვილი, ლევან ივანეს ძე (1817-1892)
თუმანიშვილი, ისაკ
ყიფიანი, დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)
ჭავჭავაძე, დავით ალექსანდრეს ძე (1818-1884)
Abstract: ლევან მელიქიშვილი - გენერალ-ადიუტანტი, მხედართმთავარი, 1-ლი ქართული ქვეითი პოლკის მეთაური, ჭარ-ბელაქანის ოლქის უფროსი, დაღესტნის ოლქის და ჯარების უფროსი, კავკასიის არმიის მთავარსარდლის მოადგილე, სახელმწიფო საბჭოს წევრი, ნიკოლოზ ბარათაშვილის სკოლის მეგობარი. დიმიტრი ყიფიანი - ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა. დავით ჭავჭავაძე - თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1881); ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი.
Description: 1910 წლის ჟურნალ „ფასკუნჯში“ დაიბეჭდა სურათი, რომელზეც ასახულნი არიან 1851 წელს ისაკ თუმანიშვილთან შეკრებილი ადამიანები, რომლებიც მთავარმართებელ ბარიატინსკის მმართველობით იყვნენ უკმაყოფილოები და ფიქრობდნენ პროტესტის გამოცხადების ფორმაზე. სურათს ახლავს დიმიტრი ყიფიანის ვაჟის, კოტე ყიფიანის განმარტება ამ ექსპონატთან დაკავშირებით: "აქ დახატულნი არიან, მარცხენა მხრიდან: მიხეილ ჭილაშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ლევან მელიქიშვილი, ისაკ თუმანიშვილი, დიმიტრი ყიფიანი და დავით ჭავჭავაძე. 1832 – 35 წლებში ესენი იღებდნენ მხურვალე მონაწილეობას ქართველთა შეთქმულებაში, რომელსაც დაერქვა "ყაზარმობა" და იყვნენ გადაყვანილი სამსახურში შიდა რუსეთის გუბერნიებში და მერე, სამი წლის შემდეგ, იმპერატორი ნიკოლოზის პირველის უმაღლესის ბრძანებით დაბრუნებულ იყვნენ თავიანთ საყვარელ საქართველოში. მთავარმართებელ თავადი ა. ი. ბარიათინსკის დროს ქართველნი უკმაყოფილო იყვნენ მთავრობისა და ამათ შორის ასტყდა კიდევ სხვა და სხვა ლაპარაკი და მითქმა–მოთქმა. 1851 წელს ესენი იკრიფებოდნენ სადილად ისაკ თუმანიშვილთან, სადაც სჯიდნენ პროტესტის გამოცხადებას მთავრობის უმართებულო მოქცევისათვის საქართველოში. თუმანიშვილი და ჭილაშვილი შეშინდნენ რაღაზედაც და მალე ჩამოშორდნენ სხვებს და დარჩნენ მხოლოდ დანარჩები პროტესტის მოთავენი, რომელთაც ბოლოს მაინც ვერა გააწყეს რა, რადგანაც ჭავჭავაძე პეტერბურღს გაემგზავრა, მელიქიშვილი კი დაღისტანს გაამწესეს. ბარიატინსკის პარიზელს მხატვარს დაახატვინეს თავიანთი სახეები და როცა წილი ჰყარეს, ეს სურათი ერგო ჩემს მამას, დიმიტრი ყიფიანს." /კოტე ყიფიანი/
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Dato_Shugliashvili-5780.jpgრექტო234.01 kBJPEGThumbnail
View/Open
Dato_Shugliashvili-578100.jpg111.06 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.