Please use this identifier to cite or link to this item: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/211076
Title: ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილეს აღნიშვნა მთაწმინდის პანთეონში
Authors: წიკლაური, თამარ
Keywords: ჯგუფური
ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი (1929)
გუდიაშვილი, ლადო (1896 - 1980)
120 წლის იუბილე
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „მამულიშვილთა გახსენება“
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ანსამბლი ,,მირანგულა"
ზეიკიძე, გოჩა
კვითანავა, ნოდარ
შინდაგორიძე, ქეთევან
ჭოხონელიძე, თამრიკო
სოხაძე, ირმა
ნემსაძე, ნინი
ადამია, რეზო
კობაძე, ბონდო
გაფრინდაშვილი, ნონა
თოდუა, გრიგოლ
Issue Date: 17-Jun-2016
Abstract: ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი - მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1966), სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1970), პროფესორი
Description: მთაწმინდის პანთეონში ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვარის ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „მამულიშვილთა გახსენების“ ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. მისულმა სტუმრებმა და ოფიციალური უწყების წარმომადგენლებმა სახალხო მხატვრის საფლავი გვირგვინით შეამკეს. მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიის წინამძღვარმა მისი ხსოვნის უკვდავყოფად პარაკლისი აღავლინა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „მამულიშვილთა გახსენების“ პრეზიდენტმა ბონდო კობაძემ, სახელმწიფოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს, აკადემიკოს გრიგოლ თოდუას, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს გოჩა ზეიკიძეს, პროფესორი ნოდარ კვითანავას, ანსამბლ ,,მირანგულას" სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთევან შინდაგორიძეს, საპატიო სიგელები და მხატვრის სახელობის ღვინო გადასცა. შესრულდა ფოლკლორული ნომრები, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მომღერლებმა თამრიკო ჭოხონელიძემ, ირმა სოხაძემ ნინი ნემსაძემ. ღონისძიება მიჰყავდა, დამსახურებულ მხატვარს, რეზო ადამიას. იუბილეს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დუშეთის მუნიციპალიტეტის, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის - ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Mirian_XositaSvili_Lado_Gudiashvilis_Iubileze (19).JPG265.87 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.