Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/241221
Title: თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები
Authors: ვართანიანცი, ხაჩატურ
Keywords: ჯგუფური ფოტო
გაბელია, ოთარ (1953)
ჩივაძე, ალექსანდრე (1955)
გუცაევი, ვლადიმერ (ვოვა) (1952)
დარასელია, ვიტალი
დარასელია, ვიტალი (1957-1982)
შენგელია, რამაზ (1957-2012)
კაკილაშვილი, ნუკრი (1960)
ყიფიანი, დავით (1951-2001)
Abstract: ოთარ გაბელია - ფეხბურთელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით მერანი თბილისის, ტორპედო ქუთაისის და საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი. 1979 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ. ალექსანდრე ჩივაძე -ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი. 1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. ვლადიმერ გუცაევი - ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი გაატარა თბილისის „დინამოში“, როგორც ფეხბურთელმა, ასევე მწვრთნელმა. ვიტალი დარასელია - ფეხბურთელი, თამაშობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. რამაზ შენგელია - ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. იყო თბილისის „დინამოსა“ და სსრკ ეროვნული ნაკრების წევრი. სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი. ნუკრი კაკილაშვილი - ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი. თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული (1981). საკავშირო თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 198 მატჩი (21 გოლი), ევროპის ტურნირებზე – 11 მატჩი. დავით ყიფიანი - ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი.
Description: პირველ რიგში მარცხნიდან სხედან: პირველი ოთარ გაბელია, მესამე - ალექსანდრე ჩივაძე. მეორე რიგში მარცხნიდან დგანან: მეორე ვლადიმერ გუცაევი, მესამე ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, ნუკრი კაკილაშვილი. მესამე რიგში მარჯვნიდან - დავით ყიფიანი. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ხაჩატურ ვართანიანცი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Tasebis_Tasi_1981_001.jpg335.48 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.