Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/271740
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.spatialხონი - ქალაქი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მ სიმაღლეზე. 1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას. ხონში ნაპოვნია „კოლხური თეთრის“ 1270 მონეტა, ასევე ბიზანტიური და თურქული მონეტები. XVIII ს-ში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს. რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი გახდა ვაკის მაზრის ცენტრი. 1820-იან წლებში ხონის მოსახლეობა 250 ოჯახი იყო. ქალაქში იყო ბაზარი და ეკლესია. 1846 წლიდან ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ ხონი ქუთაისის მაზრაში შედიოდა. 70-იანი წლიდან იგი იყო საპოლიციო უბნის ცენტრი. ხონი განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნეში. 20-30 იან წლებში ის უკვე მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 50-იან წლებში აქ გაიხსნა თამბაქოს ბაზრობა. ხონის, როგორც სავაჭრო ცენტრის ფუნქცია განპირობებული იყო მისი მდებარეობით დასავლეთის მთიანი და დაბლობი ტერიტორიების შესაყართან. 1865 წელს ხონში პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. 1883 წელს ნესტორ წერეთელმა და მისმა ძმამ გახსნენ ქართული წიგნის მაღაზია. 1907 წელს ჩამოყალიბდა თეატრალური დასი. ხონში ჩამოყალიბდა პირველი სასულე ორკესტრი საქართველოში 1890 წელს. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაბა ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. პარასკეობით იმართებოდა დიდი ბაზრობა. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები, მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, აღმავალი გზით ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა. ხონი იყო საქართველოში აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი. ხონი ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1926 წლისთვის ხონის მოსახლეობა შეადგენდა 9010 ადამიანს, ხოლო ფართობი 24,4 კმ2-ს. 1936-1989 წლებში ხონს წულუკიძე ერქვა. ისტორიული ნაგებობებიდან შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია (VIII-IX საუკუნეები) და სამასწავლებლო სემინარია (1881 წ.).en_US
dc.date.accessioned2018-06-21T14:43:35Z-
dc.date.available2018-06-21T14:43:35Z-
dc.date.issued1971-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/271740-
dc.descriptionფოტო გადაღებულია ქალაქ წულუკიძეში, ახლანდელი ხონი.en_US
dc.language.isokaen_US
dc.publisherფოტო პავილიონი N 1. ქ. წულუკიძეen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectმანდარია, ზურაბen_US
dc.subjectსტუდიური ფოტოen_US
dc.subjectუცნობი ქალბატონიen_US
dc.subjectქ. წულუკიძეen_US
dc.titleზურაბ მანდარია ამხანაგთან ერთადen_US
dc.title.alternativeგიორგაძე-გეგიძის საოჯახო ალბომიდანen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderნატალია გეგიძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
N. Gegidze 0020.jpgრექტო184.1 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.