Please use this identifier to cite or link to this item: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/276150
Title: შალვა ქარუმიძე
Authors: სკამონი, ი.
Скамонн, И.
Keywords: ქარუმიძე, შალვა ალექსანდრეს ძე (1885-1952)
Abstract: შალვა ქარუმიძე - ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ემიგრანტი. 1918 –1921 წლებში შალვა ქარუმიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობაში. იყო დამფუძნებელი კრების წევრი, მისი ხელმოწერა ამშვენებს 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. მან ძმასთან ერთად დააარსა საკრედიტო ბანკი სოფელ თორტიზაში, შექმნა მატყლის დამამზადებელი ამხანაგობა ხევსურეთში „მწყემსის“ სახელწოდებით. 1921 წლის თებერვლის ბრძოლების დროს კოჯორ–ტაბახმელაში ხევსურები ძირითადად განაწილებული იყვნენ ჩოლოყაშვილის ცხენოსან და შალვა ქარუმიძის ფეხოსან ნაწილში. მათ დაევალათ დაეცვათ და მცხეთამდე მიეცილებინათ თბილისიდან უკანდახეული ქართული ჯარის ნაწილები და ლტოლვილი მოსახლეობა, რომელთაც მატარებლით ბათუმისკენ წასვლა უნდოდა. 1921 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, შალვა ქარუმიძე ემიგრაციაში არ წასულა, საქართველოში დარჩა და განაგრძობდა საქმიანობას მატყლის დამამზადებელ ამხანაგობაში. 1924 წელს, ამბოხებამდე ცოტა ხნით ადრე იგი გაემგზავრა საზღვარგარეთ ახალი საფეიქრო ტექნიკა–დანადგარების ჩამოსატანად. სტამბოლში ყოფნისას გაიგო აჯანყების დამარცხებისა და მისი ძმის, საშას (ალექსანდრე) დახვრეტის ამბავი. თბილისის მაუდ–კამვოლის ფაბრიკისთვის შეძენილი დანადგარებით დატვირთული გემი ბათუმში გამოაგზავნა, თვითონ კი სტამბოლიდან გერმანიაში გადავიდა და აქტიურად ჩაერთო ანტისაბჭოთა საქმიანობაში. შალვა ქარუმიძე იყო გერმანიის ქართველ ნაციონალისტთა ორგანო „კლდის“ ერთადერთი და უცვლელი რედაქტორი. გაზეთი გამოდიოდა 1934–36 წლებში ბერლინში. 1934 წლის ივლისის #1–ში გამოქვეყნებულ რედაქტორის მოწინავე წერილში ვკითხულობთ: „ქართველი ერის ხსნა, მისი გამარჯვებისა და დიდებისკენ სვლა ქართულ ნაციონალიზმში უნდა ვეძიოთ. ამიტომ სწორედ ქართული ნაციონალიზმი უნდა გავიხადოთ ჩვენი ბრძოლის დროშად“. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ შალვა ქარუმიძე შვეიცარიაში გადავიდა. გარდაიცვალა 1952 წლის 1 მარტს ბერნის სულით სნეულთა სამკურნალოში. დაკრძალულია ბერნშივე.
Owner: კახა ხიმშიაშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
img006.jpg796.99 kBJPEGThumbnail
View/Open
img007.jpg1.03 MBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.