Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/282771
Title: მერი აბაშიძე(არჯევანიძე)
Keywords: აბაშიძე(არჯევანიძე), მერი ნიკოლოზის ასული(1925 – 1997)
Abstract: მერი აბაშიძე(არჯევანიძე) – ნიკოლოზ დიმიტრის/მიტოს/მიტუშას ძე აბაშიძისა და სოფიო(სონა) ყარამანის ასულ ყიფშიძის მეორე ქალიშვილი(1925წ. 8 აპრილი/ქალაქი ხაშური – 1997წ. 8 მაისი/თბილისი, ზღვისუბნის(თემქის) სასაფლაო). მერი გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სოფელ კრისხევში მუშაობდა სასწავლო ნაწილად, მოგვიანებით მათემატიკის, მერე კი დაწყებითი კლასების მასწავლებლად თბილისის მე-100 საშუალო სკოლაში, ხოლო ბოლოს მხოლოდ დაწყებითი კლასების მასწავლებლად თბილისის 48-ე საშუალო სკოლაში. 1975 წლის 8 მარტს დედაქალაქის ლენინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტისა და განათლების, უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის რაიკომის მიერ სახალხო განათლების ფრონტზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო მერი აბაშიძე(არჯევანიძე) ქების სიგელით დაჯილდოვდა. ნიკოლოზისა და სოფიოს მეორე ქალიშვილის პირველი მეუღლე გახლდათ მოჭიდავე, ფიზ-აღზრდის პედაგოგი, კონსტანტინე(კოლია) გიორგის ძე ლომიძე(1919წ. 15 ივნისი/ქალაქი ხაშური – 1982წ. 3 აგვისტო/თბილისი, ვაკის სასაფლაო), მეორე კი ისტორიკოსი აკაკი(კაკო) გრიგოლის ძე გიგილაშვილი(1917წ. 18 თებერვალი – 1992წ. 12 ოქტომბერი/თბილისი, ზღვისუბნის(თემქის) სასაფლაო). მერის 1954 წლის 4 დეკემბერს პირველი ქმრისგან შეეძინა ერთადერთი ბავშვი ლამაზი მანანა.
Owner: ზურაბ ჭიქაბერიძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Zurab_Chikaberidze_47.jpg199.82 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.