Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/3271
Title: კონსტანტინე ზანისი
Authors: გერმანი, ალექსანდრ
Герман, Александр Степанович
Keywords: პორტრეტი
ზანისი, კონსტანტინე (1864-1947)
Abstract: კონსტანტინე ზანისი - ფოტოგრაფი. 1878 წელს ოჯახი გადმოსახლდა თბილისში და იმავე წელს სასწავლებელში ჩააბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოეწყო კერძო ფოტოგრაფიულ სახელოსნოში. 1890-იან წლებში კ. ზანისი მიიწვიეს ფოტოგრაფად მეაბრეშუმეობის სადგურში. 1897 წელს მონაწილეობა მიიღო მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველ კავკასიურ გამოფენაზე , სადაც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1901 წელს საიუბილეო კავკასიის გამოფენაზე მას მიაკუთვნეს მცირე ოქროს მედალი (დიდი ერგო ცნობილ ფოტოგრაფს ედუარდ კლარს). მედალზე ამოკვეთილია “შრომისა და ცოდნისათვის”. 1908 წელს დაინიშნა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების ფოტოგრაფიის ხელმძღვანელად. საბჭოთა პერიოდში აგრძელებდა მუშაობას სამხედრო-ტოპოსგრაფიულ დაწესებულებაში. იგი მონაწილეობდა ფოტოგრაფიული შემოქმედებითი კავშირების მუშაობაში, ფოტოგამოფენებში, აზიარებდა ხელოვნებას ფოტოგრაფების ახალ თაობას, 1936 წელს მას მიენიჭა შრომის გმირის წოდება.
Description: გადაღებულია თბილისში, თარიღი უცნობია
Owner: ბაადურ ქობლიანიძე
Appears in Collections:ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
German-2 Zanis.jpg179.88 kBJPEGView/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.