ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36481
სათაური: წერილი დავით საღირაშვილისადმი
ავტორები: მანველიშვილი, ალექსანდრე
საკვანძო სიტყვები: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
მანველიშვილი, ალექსანდრე (სანდრო) სტეფანეს ძე (1904-199...)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტი
ემიგრაცია
ემიგრანტული ჟურნალისტიკა
ახმეტელი, მიხეილ (მიშა) მიხეილის ძე (1895-1963)
არსენიძე, რაჟდენ მათეს ძე (1881-1965)
გამოცემის თარიღი: 7-Mar-1958
რეზიუმე: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". ალექსანდრე (სანდრო) სტეფანეს ძე მანველიშვილი – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური ორგანიზაცია «თეთრი გიორგის» ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მიხეილ ახმეტელი – აღმოსავლეთის (ანუ "ვანზეეს") სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი. მეგობრობდა III რაიხის იდეოლოგ ალფრედ როზენბერგთან . გერმანიაში საქართველოს ელჩის, ვლადიმერ ახმეტელის ძმისწული. რაჟდენ არსენიძე – ქართველი ემიგრანტი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი.
აღწერილობა: 1 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. მოხსენიებული პირები: მ. ახმეტელი, არსენიძე.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დავით საღირაშვილის არქივი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
23.4(33)_recto.jpgრექტო636.83 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
23.4(33)_verso.jpgვერსო581.37 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება