Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/433798
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.spatialმილანი (იტალ. Milano; მილანურ დიალექტზე: Milán) ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული რეგიონია. ქალაქის ფარგლებში 1 308 500 მცხოვრებია (2004), თუმცა მის აგლომერაციაში (La Grande Milano, დიდი მილანი) 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც თითქმის მესამედია ლომბარდიის რეგიონის, სადაც 10 მილიონზე მეტი მცხოვრებია. მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც მედიოლანუმი (ლათ. Mediolanum).en_US
dc.coverage.temporal21-ე საუკუნის 20-იანი წლებიen_US
dc.date.accessioned2023-02-28T17:05:30Z-
dc.date.available2023-02-28T17:05:30Z-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/433798-
dc.descriptionქალაქები საფოსტო ბარათებზეen_US
dc.description.abstractსანტა-მარია-დელე-გრაციე (იტალ. Santa Maria delle Grazie) - ეკლესია და დომინიკელთა ორდენის მონასტერი მილანში. მონასტრის სატრაპეზოს კედელი შეიცავს ლეონარდო და ვინჩის შედევრს - საიდუმლო სერობას. 1980 წლიდან ეკლესია შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. დომინიკლეთა ორდენისთვის მონასტრისა და ეკლესიის აშენება მილანის ჰერცოგმა ფრანჩესკო I ფორცამ ბრძანა, იმ ადგილას, სადაც სანტა-მარია-დელე-გრაციეს პატარა კაპელა მდებარეობდა. მონასტრის მშენებლობა 1469 წელს დასრულდა, მაგრამ ეკლესიის მშენებლობას კიდევ დიდი დრო დასჭირდა. მილანის ახალმა ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ გადაწყვიტა, რომ კომპლექსი სფორცების ოჯახის აკლდამად ექცია და 1490 წელს, მშენებლობების დასრულების შიემდეგ, მისი გადაკეთება დაიწყო. 1497 წელს, ეკლესიაში მისი ცოლი ბეატრისი დაკრძალეს. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1943 წლის 15 აგვისტოს, ეკლესია და მონასტერი ბრიტანული და ამერიკული ავიაციის მიერ დაიბომბა. დაინგრა კომპლექსის უდიდესი ნაწილი, მაგრამ ზოგიერთ გადარჩენილ კედელს შორის ის კედელიც იყო, რომელზეც და ვინჩის საიდუმლო სერობაა გამოსახული. ფრესკის გადარჩენის მიზნით, კედელი დაბომბვამდე ქვიშის ტომარებით დაეფარათ.en_US
dc.language.isokaen_US
dc.publisherKINA ITALIA /L.E.G.O. - Italy - Produzione vietataen_US
dc.subjectღია საფოსტო ბარათიen_US
dc.subjectმილანიen_US
dc.subjectMilanoen_US
dc.subjectიტალიაen_US
dc.subjectბაზილიკაen_US
dc.subjectBasilicaen_US
dc.subjectBasilica di S. Maria delle Grazie-
dc.subjectBasilique de S. Marie des Graces-
dc.subjectBasilica of St. Mary of Graces-
dc.subjectBasilika der Gnadenreichen Mutter Gottes-
dc.subjectწმინდა მარიამის მადლის ბაზილიკა-
dc.titleეკლესია და დომინიკელთა ორდენის მონასტერი მილანშიen_US
dc.title.alternativeმსოფლიოს ქალაქებიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0262 b.jpgვერსო77.26 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0262 a.jpgრექტო177.49 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.