ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439192
სათაური: გონერი ჭეიშვილი, ზურაბ კუხიანიძე და ალეკო გეგია
სხვა სათაური: გიორგი ჭეიშვილის საოჯახო ალბომიდან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ჭეიშვილი, გონერი (1944-2021)
კუხიანიძე, ზურაბი (1930-2003)
გეგია, ალეკო
პოეტი
მწერალი
გამოცემის თარიღი: 2023
რეზიუმე: გონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი - 2021). დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. ზურაბ კუხიანიძე - (30.09.1930-28.07.2023, ქუთაისი) - მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. 1954 წელს დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1954-1977 წწ. იყო ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი, ხოლო 1977 წლიდან - გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის დირექტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1952 წელს, ხოლო 1958 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული "გაფრენილი წეროები"; ავტორია ლირიკულ ლექსთა კრებულებისა "ბროწეულების ცეცხლი" (1963), "გულისცემა" (1970), "ათინათი" (1972), "როგორც ცერზე მიმინო" (1975), "როცა სისხლი ლაპარაკობს" (1977), "ეს ოთხი წელი" (1980) და სხვ., საბავშვო ლექსებისა ("კალიების კარნავალი", 1975), მოთხრობებისა ("წყალწითელა", 1971; "შატილელი შავლეგო", 1977) და სხვ. არის 40-მდე წიგნის ავტორი.დაკრძალულია მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ალეკო გეგია, მუშაობდა გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველოს" ქუთაისის ფილიალში გამომცემლად.
აღწერილობა: მარცხნიდან: გონერი ჭეიშვილი, ზურაბ კუხიანიძე და ალეკო გეგია. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
მფლობელი: გიორგი ჭეიშვილი
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
17.jpgრექტო13.57 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება