Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/49633
Title: ეროვნულ დემოკრატიული პარტიის შეკრება
Keywords: ჯგუფური ფოტო
დამოუკიდებელი საქართველო
ეროვნულ დემოკრატიული პარტია
ქარუმიძე, შალვა
გაბაშვილი, რევაზ (1882-1969)
კაკაბაძე, სარგის ნესტორის ძე (1886-1967)
ამირეჯიბი, შალვა გიორგის ძე (1887-1943)
ლეონიძე, გიორგი (გოგლა) ნიკოლოზის ძე (1899-1966)
ლორთქიფანიძე, ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე (1880-1944)
Abstract: რევაზ გაბაშვილი - ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის უფროსი ვაჟი. 1911 წელს საქართველოში დაბრუნებული რევაზ გაბაშვილი აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში: "წერა–კითხვის საზოგადოება", თავადაზნაურთა საკრებულო და მისი "მიწათმოქმედების კომისია", "სათავადაზნაურო ბანკი". სხვადასხვა დაწესებულებებიდან შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყოდლოდ გადასცა 52 ათასი დესეტინა მიწა. შექმნა რამდენიმე კოოპერაციული გაერთიანება – სიღნაღის მაზრის მეთამაბქოეობა, მთიულეთის მეცხვარეობა "მწყემსი", "დიდი ლილოს მერძევეობა" და სხვა. ამ პერიოდის საქართველოში ორი მთავარი პარტია ებრძოდა ერთმანეთს – სოციალ–დემოკრატიისა და სოციალისტ–ფედერალისტებისა. რევაზ გაბაშვილი გაემიჯნა ორივე პარტიას და 1911 წელს შალვა ამირეჯიბთან და დათა ვაჩნაძესთან ერთად შექმნა საქართველოს ეროვნული პარტია, რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გადაკეთდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიად. ახალი მიმართულების იდეოლოგიისა და მიზნების პროპაგანდისთვის რევაზ გაბაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დაარსა და ხელმძღვანელობდა ყოველკვირეულ ჟურნალ "კლდეს" (1912-15 წწ.), 1915 წლიდან კი ყოველდღიურ გაზეთ "საქართველოს". დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რევაზ გაბაშვილი გახდა პარლამენტის წევრი ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ქვოტით. რევაზ გაბაშვილი 1969 წლის 14 მარტს გარდაიცვალა. განისვენებს პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე, ემიგრაციაში ცხოვრების თანამგზავრისა და მეუღლის ელისაბედ (ლიზა) ყიფიანის (1892-1963) გვერდით. ქარუმიძე, შალვა — პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სარგის კაკაბაძე - ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი (1949). შალვა ამირეჯიბი - პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი. გიორგი ლეონიძე - მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ნიკო (ნიკოლოზ) ლორთქიფანიძე - მწერალი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე
Description: პირველ რიგში მარცხნიდან: მეორე - ნიკო ლორთქიფანიძე, მესამე - შალვა ქარუმიძე. მეორე რიგში მარცხნიდან: მესამე- შალვა ამირეჯიბი, მეოთხე - სარგის კაკაბაძე, მეექვსე - გოგლა ლეონიძე. მეორე რიგში მარჯვნიდან პირველი რევაზ გაბაშვილი.
Owner: ლევან ჭოღოშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Levan_Chogoshvili-001.jpg259.69 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.