Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51884
Title: პავლე მელაძე
Keywords: პორტრეტი
მელაძე, პავლე გრიგოლის ძე (1898-1937)
რეპრესირებული
Abstract: პავლე მელაძე - დაპატიმრებამდე მუშაობდა სახალხო კომისართა საბჭოს დამზადების კომიტეტის რწმუნებულად. დაპატიმრებულია 1937 წლის 20 თებერვალს საქ. სსრ შინსახკომის სახ. უშიშროების სამმართველოს მიერ და მიცემულია სისხლის სამ. პასუხისგებაში საქ. სსრ სსკ 58-10 ნ.1 და 58-11 მუხლების ბრალდებით. გამოძიების პროცესში დამატებით წაუყენეს საქ. სსრ სსკ 58-8 მუხლის ბრალდება, რომ ბრალდებულები პ. მელაძე და გ. შუღაროვი მხილებულნი არიან საქ. სსრ კპ(ბ) ცკ-ს მდივნის, ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მზადებაში. სხდომაზე თავის ბოლო სიტყვაში მელაძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და „რომ პოლიტიკურად უკვე დახვრეტილია, ფიზიკური განადგურება კი მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია...“ გასამართლებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელ სესიაზე მიესაჯა დახვრეტა. პ.გ. მელაძის საქმე 03/02-1956 წ. წარდგენილ იქნა რეაბილიტაციაზე საქართველოს სამხედრო პროკურატურაში.
Owner: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
45532_melaZe_pavle_grigolis Ze_1.jpg208.74 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.