Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52648
Title: ფოტო ივანე ზურაბიშვილის თურქული პასპორტიდან
Keywords: ჯგუფური ფოტო
ზურაბიშვილი, ივანე (ვანო) ივანეს ძე (1872-1940)
ნიკოლაძე-ზურაბიშვილისა, ნინო ნიკოლოზის ასული (1873-1959)
ზურაბიშვილი, ლევან ივანეს ძე (1906-1975)
პასპორტი
კოსტანტინოპოლი
სტამბოლი
Abstract: ივანე (ვანო) ზურაბიშვილი - იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტი, სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის ხელმძღვანელი, თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოების თავმჯდომარე და ტყიბულის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1921 წლიდან ემიგრაციაშია – ჯერ სტამბულში, 1924 წლიდან – პარიზში. მეუღლე ნინო ნიკოლაძე-მაკაროვა – ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი. შვილები - არჩილ, გიორგი და ლევან ზურაბიშვილები. ივანე ზურაბიშვული გარდაიცვალა 1940 წლის 14 ივნისს. დაკრძალულია ლევილში. ლევან ზურაბიშვილი - ინჟინერი. პარიზის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე 1949-1951, 1961-1975 წწ. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უმცროსი ვაჟი. 1921 წლიდან ემიგრაციაშია. დაამთავრა სენტ-ბარბის კოლეჯი და სამთამადნო-საინჟინრო ინსტიტუტი. 39 წლის განმავლობაში მუშაობდა "სიმკა–კრაისლერში". იყო „ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის“ მდივანი, „ქართველ ახალგაზრდათა წრის" ხელმძღვანელი; „ქართული ეროვნული ცენტრის", წმ. ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს და წმ. ქეთევანის ქართული ორთოდოქსალური ძმობის ერთ-ერთი დამაარსებელი; „თავისუფალ ქართველთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მუდმივი თავმჯდომარე. მცირე ხნით იყო კორსიკაზე (1960 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა, საფრანგეთში ვიზიტის წინ, მოითხოვა ყველა „თეთრი ემიგრანტის“ ბანაკებში გაგზავნა. საფრანგეთის მთავრობამ, დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, 1 თვით, სახელმწიფო ხარჯებით კორსიკაზე გაგზავნა კგბ–ს შავ სიაში მოხვედრილი ემიგრანტები, მათ შორის ლევან ზურაბიშვილიც. გარდაიცვალა ლევან ზურაბიშვილი 1975 წლის 10 თებერვალს, პარიზში. დაკრძალულია ლევილში. მეუღლე – ზეინაბ მექის ასული კედია. შვილები – სალომე და ოთარ ზურაბიშვილები.
Description: მარცხნიდან: ივანე ზურაბიშვილი, ლევან ზურაბიშვილი და ნინო ნიკოლაძე. გადაღების ადგილი უცნობია.
Owner: სალომე ზურაბიშვილი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Ivane_ZurabiSvili.jpg406 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.