Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/5494
Title: ქეთევან ნადარეიშვილი
Keywords: პორტრეტი
ემიგრანტები
ნადარეიშვილი, ქეთევან
Abstract: ქეთევან ნადარეიშვილი - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინას, ვახტანგ ჭაბუკიანის პირველი პარტნიორი. საბჭოთა ხელისუფლებამ მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ლეიტენენტ გორდონ უეისის სიყვარულის გამო. გორდონ უეისი იყო 1941-42 წლებში თბილისში მყოფი და ბრიტანეთის სამხედრო მისიის, რომელიც ინგლისში ცნობილია "უეის" მისიის სახელით, 7 კაციან ჯგუფს ხელმძღვანელი. ამ დროს ქეთევან ნადარეიშვილი - უეი კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტია, იგი აგრძელებს სპექტაკლებში ცეკვას და თან გამგზავრების ნებართვას ელოდება. გორდონ უეისა და საბჭოთა კავშირში ბრიტანეთის ელჩის (რეზიდენცია ქ. კუიბიშევში) მიმოწერიდან ჩანს, რომ საელჩოში ქეთევანის ყველა საბუთი წესრიგში იყო, საბჭოთა მთავრობისგან ქეთევანისთვის მოქალაქეობის მოხსნასღა ელოდნენ. ქეთევან ნადარეიშვილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს 1947 წლის 8 თებერვლის დადგენილებით (სამშობლოს ღალატი) გაასამართლეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს (საქართველოს უშიშროების სამინისტროს ოპერატიული განყოფილება 8. 12. 19.). იგი ორთაჭალის ციხიდან ეტაპით როსტოვში, შემდეგ კი ციმბირში, ქ. კანსკის ქალთა კოლონიაში გაგზავნეს. ბოლოს ზლობინაში გადაიყვანეს, სადაც დარჩა კიდეც სასჯელის აღსრულებამდე. ქეთომ სასჯელი ბოლომდე მოიხადა. იგი 1951 წელს "გათავისუფლდა", თუმცა თბილისში, საკუთარ სახლში, ცხოვრების უფლება არ მისცეს, ამიტომ ხან ერთ მეგობართან იმალებოდა, ხან მეორესთან. 1976 წლიდან ქეთევან ნადარეიშვილი ბრიტანეთის საელჩოსა და წითელი ჯვრის საშუალებით ოფიციალურად ეძებდა თავის ქმარს, ჯიმის. ბოლოს, 1994 წელს, მან მიიღო პასუხი, რომლითაც გაირკვა, რომ გორდონ რედვერს უეი 1981 წელს. ქეთევანის ბიძაშვილი, მზია გვაზავა-თაქთაქიშვილისა საფრანგეთში ემიგრანტი იყო. მას დაუკავშირდა, სწორედ, ქეთევანი და სთხოვა, დახმარებოდა გორდონ უეის მოძებნაში. მზია გვაზავამ გორდონს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით მიაგნო და ქეთოს ოთხი წერილი გადასცა, რომელთაგან ორი, 1959 წლით იყო დათარიღებული, ორი კი - 1960 წლით. როგორც ირკვევა, მისიის დახურვისა და ერაყში მოღვაწეობის შემდეგ, გორდონ რედვერს უეი 1946 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგა სამეფო არტილერიის ბრიგადის გენერლის ჩინით. 1946-47 წლებში ჯიმი უშედეგოდ ცდილობდა ქეთოს ამბის გაგებას. ამ დროს საბჭოთა ხელისუფლებამ აცნობა, რომ ქეთევანმა უარყო ისიც და მათი ქორწინებაც, მაშინ როდესაც ქეთევანი სასჯელს იხდიდა, სწორედ, ამ ქორწინების შენარჩუნების მცდელობის გამო. ქეთევან ნადარეიშვილი-უეი გარდაიცვალა 1995 წლის 6 სექტემბერს, 80 წლის ასაკში.
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: მანანა თაქთაქიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
qeto _nadareishvili -balerina.jpg56.6 kBJPEGThumbnail
View/Open
gvazava14.jpg43.1 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.