Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/67524
Title: შალვა ექვთიმეს ძე მიქელაძე
Keywords: მიქელაძე, შალვა ექვთიმეს ძე (1895-1976)
სამხედრო პირი
სამხედრო ფორმა
მათემატიკოსი
Issue Date: 9-Dec-2014
Abstract: შალვა მიქელაძე - აკადემიკოსი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, გამოთვლითი მათემატიკის ქართული სკოლის ფუძემდებელი. 1915 წელს, ბაქოს საშუალო ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი კონკურსით აბარებს პეტროგრადის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ, უმაღლესი შედეგებით ამთავრებს პეტროგრადის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელს, საიდანაც იწყება მისი სამხედრო კარიერა. 1917-24 წლებში, შალვა მიქელაძე სამხედრო სამსახურშია, სახელდობრ: 1917-18წ.წ. – კავკასიის ფრონტზე, მე-4 მესანგრე ათასეულის საინჟინრო პარკის უფროსი; 1918-1924წ.წ. – თბილისის მესანგრე ათასეულის სატელეგრაფო ასეულის უფროსი; პირველი ქართული მსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე კავშირის ხაზით; ცალკე საკავშირო ასეულის უფროსი და საკავშირო კურსების ინსპექტორი. პირველი მსოფლიო ომის დროს, შალვა მიქელაძე იბრძოდა თურქეთის ფრონტზე (დაჯილდოვდა ოქროს იარაღით, წარწერით : ”მამაცობისთვის” და მედლებით). 1918-21 წ.წ. იგი მონაწილეობდა ყველა ომში, რაც კი თავს დაატყდა საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას. ამ წლებში, შ. მიქელაძემ თავი ისახელა როგორც ბრწყინვალე სამხედრო ინჟინერმა. ამავე პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი შრომები: “საფორტიფიკაციო საქმის საფუძვლები” და “საველე ტელეფონები” – სასწავლო წიგნები ახალგაზრდა ოფიცერთათვის. ერთის ხელნაწერი დაიკარგა, მეორე კი, 1924 წელს დაისტამბა და ითვლება, როგორც იმხანად ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელო ტექნიკის დარგში და ალბათ, ერთადერთი სამხედრო სპეციალობით. სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ, (1924-29 წლებში) შალვა მიქელაძე ჯერ თბილისის ელექტრო-ქსელის დაგეგმარებაზე მუშაობდა, შემდეგ კი ზაჰეს-ში. 1929 წელს (34 წლის ასაკში) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. 1935 წელს, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომლის ძირითადი შედეგები ცალკე მონოგრაფიის სახით გამოსცა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიამ, ცნობილი რუსი აკადემიკოსის, ა. კრილოვის წინასიტყვაობით. შ. მიქელაძემ დიდი სამეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა. მან გამოაქვეყნა ასამდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 7 სოლიდური მონოგრაფიაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, შ. მიქელაძის სამეცნიერო ინტერესების ფართო დიაპაზონი. მას ფუნდამენტური შედეგები აქვს მიღებული გამოთვლითი მათემატიკისა და მექანიკის სხვადასხვა საკითხებზე, რამაც მეცნიერს მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1935 წლიდან გარდაცვალებამდე იგი ხელმძღვანელობდა საქ. მეც. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის გამოთვლითი მათემატიკის განყოფილებას. წლების განმავლობაში, შ. მიქელაძე ხელმძღვანელობდა უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა და თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1955 წელს, შ. მიქელაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსა მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრა, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა 1970 წლამდე. 1962 წელს, ამ კათედრასთან ჩამოყალიბდა პრობლემური ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი. შ. მიქელაძე იყო საქ. მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი. სწორედ მისმა მოწაფეებმა შეადგინეს ამ ინსტიტუტის ძირითადი ბირთვი. ფასდაუდებელია შ. მიქელაძის ღვაწლი სამეცნიერო, საინჟინრო და პედაგოგიური კადრების აღზრდის საქმეში. შ. მიქელაძე დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით, ორი “საპატიო ნიშნის” ორდენით და მედლებით. 1952 წელს, შ. მიქელაძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: მერაბ მიქელაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Shalva_Mikeladze_9.jpg1.04 MBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.