ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/101794
სათაური: მიხეილ მესხი და კახი ასათიანი აჯილდოვებენ ალექსანდრე ჩივაძეს
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ასათიანი, კახი (1947-2002)
მესხი, მიხეილ (1937-1991)
ჩივაძე, ალექსანდრე (1955)
რეზიუმე: მიხეილ მესხი იყო თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. 1969-91 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად. სპორტის დამსახურებული ოსტატი. მის პატივსაცემად თბილისის ლოკომოტივის სტადიონს მისი სახელი დაერქვა. კახი ასათიანი - ფეხბურთი, ნახევარმცველი. თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1964-75), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე, პირველი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრი 1991-92 წლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე 1993-2000 წწ. ალექსანდრე ჩივაძე - ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკს და თბილისის "დინამო"-ს კაპიტანი, შემდგომში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
აღწერილობა: მარცხნიდან: მიხეილ მესხი, კახი ასათიანი, ალექსანდრე ჩივაძე
მფლობელი: გრიგოლ (გარუნ) აკოფოვი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Grigol(Garun)_Akofovi-001.jpg198.74 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება