ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა 2015 წლის ივლისიდან ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში "ციფრული ფოტომატიანე".
პროექტის მიზანია, გააცოცხლოს იმერეთის რეგიონის, ჩვენი ქალაქის ისტორია, აღმოაჩინოს და შეაგროვოს სხვადასხვა ოჯახში დაცული, საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფოტოკოლექციების ციფრული ვერსიები.
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ციფრული ფოტომატიანე. მოიძიეთ თქვენს ოჯახებში დაცული ფოტოები, ღია ბარათები და მოგვაწოდეთ. გაციფრების შემდეგ ფოტოების დედნები მფლობელს უვნებლად დაუბრუნდება. პროექტში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: (0431) 25 31 33, 24 57 76, 24 56 80 ან მოიტანეთ თქვენი ფოტოები ქ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში, ლილი ნუცუბიძის ქ.№1
Discover
- 117 ბათუმი
- 115 ბიბლიოთეკა
- 112 საჯარო ბიბლიოთეკა
- 109 უცნობი მამაკაცი
- 107 ვარშავა
- 106 საიუბილეო საღამო
- 106 სამკითხველო დარბაზი
- 100 კურორტი
- 99 კონფერენცია
- 98 რეჟისორი
- < previous next >
- 4758 2000 - 2024
- 3551 1900 - 1999
- 3 1878 - 1899
- 9941 Image