ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/107662
სათაური: ვლადიმერ გოგოტიშვილი
საკვანძო სიტყვები: გოგოტიშვილი, ვლადიმერ (ჭუკა) გიორგის ძე (1929 -2009)
მუსიკოსი
რეზიუმე: ვლადიმერ გოგოტიშვილი - დაიბადა და გაიზრდა თბილისში. 8 წლის ასაკში „ხალხის მტრის“ცრუ ბრალდებით დაუხვრიტეს მამა და ამავე მიზეზით, როგორც „ხალხის მტრის ცოლი“ 8 წლით გადაუსახლეს დედა. ობლად დარჩენილი, ვლადიმერი და თავისი უფროსი ძმა - თენგიზი, გაზარდა გოგოტიშვილების უფროსმა დამ, ლილიმ, რომელიც იმ დროისათვის უკვე ექიმად მუშაობდა. მიუხედავად უმძიმესი ბავშვობის წლებისა(გარდა სხვა მრავალი შევიწროებისა ბოლშევიკთა არაადამიანური მთავრობის მხრიდან, ვლადიმერი და მისი ძმა თენგიზი, როგორც „ხალხის მტრის“ ცრუ ბრალდებით დახვრეტილი მამის შვილები,გარიცხეს პირველი საშუალო სკოლიდან და ისინი იძულებულიგახდნენ სწავლა გაეგრძელებინათ ებრაელთა რუსულენოვან სკოლაში), ვლადიმერმა დაამთავრა ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო განყოფილებაზე პროფესორ ბოგდანოვის კურსზე. კონსერვატორიაში მას განიხილავდნენ როგორც უნიჭიერეს პიანისტს, მაგრამ სწავლების ბოლო კურსზე ვლადიმერი მძიმე ინფექციური სენით დაავადდა, რის შედეგადაც მას ფორტეპიანოზე დაკვრა აღარ შეეძლო.კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, უნიკალური მუსიკალური სმენის მქონე ვლადიმერი ერთხანს აპირებდა მოღვაწეობა გაეგრძელებინა დირიჟორის ამპლუაში, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება მოსკოვში „გნესინების მუსიკალურ სასწავლებელში“ თეორეტიკოსის სპეციალობით. გნესინების მუსიკალურ სასწავლებლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მან მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა პროფესორ სკრებკოვის ხელმძღვანელობით. ვლადიმერით დაინტერესებულმა მოსკოვის კონსერვატორიის ხელმძღვანელობამშესთავაზამას ასპირანტურაში ჩაბარება, მაგარმ ვლადიმერს ძალიან ენატრებოდა თავისიანები და სამშობლოში დაბრუნება სწყუროდა, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება მოსკოვში მიღებული 10 წლიანი ცოდნა ეკმარა და დაბრუნებულიყო თბილისში, სადაც მან პედაგოგადდაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკალური თეორიის ფაკულტეტზე. იგი უკითხავდა სტუდენტებს ლექციებს სოლფეჯიოს, ჰარმონიის და ფორმის ანალიზის დისციპლინებში. მალე ვლადიმერი გაიტაცა ქართულმა მუსიკალურმა კულტურამ და მან დაიწყო მუშაობა დისერტაციაზე, რომლის თემად აირჩია კომპოზიტორ შალვა მშველიძის სიმფონიური შემოქმედება. ვლადიმერის მოღვაწეობის შემდგომი საფეხური გახდა ქართული ხალხური მუსიკალური ფოლკლორი. იგი გადავიდა კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრაზე და მთლიანად მიუძღვნა თავი ამ საქმეს. მან მეცნიერ-მკვლევარისდონეზე დაიწყო საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერის შესწავლა და ამ მამულიშვილურ საქმეს მოახმარა თავისი უმდიდრესი თეორიული ცოდნა. ვლადიმერმა გამოქვეყნა მრავალი სტატია და ნაშრომი ქართლ-კახური, გურული, სვანური, მეგრული, იმერული და ჩვენი ქვეყნის სხვაკუთხეების მუს. ფოლკლორის თავისებურებებსა და ინდივიდუალობაზე. მის მიერ ჩატარებული უმნიშვნელოვანესი შრომა მოიცავს ნოტებად გაშიფრულ ქართულ ხალხურ სიმღერებს, სადაც ვლადიმერი მეცნიერულად ასაბუთებს მათ განუმეორებლობას და უნიკალურობას. ვლადიმერი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსერვატორიის ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებშიც, სადაც მისი ნაშრომები უცხოეთიდან ჩამოსული ფოლკლორისტებისა და ეთნომუსიკოსების უდიდეს ინტერესს იწვევდა. იგიპირადი ხარჯებით ათარგმნინებდა ინგლისურ ენაზე თავის ნაშრომებს და თან ატანდა ჩამოსულ უცხოელ კოლეგებს, რათა მათ გაევრცელებინათ საზღვარგარეთ ქართული ხალხური ფოლკლორის თვითმყოფადობა და უნიკალურობა. შედეგად, ვლადიმერის მეცნიერული გამოკვლევები მუდამ ძალიან დიდ ინტერესს და მაღალ შეფასებებსიმსახურებდა უცხოეთში. ვლადიმერის ცხოვრების ბოლო წლებში, ჩვენმა გამოჩენილმა ფოლკლორისტმა ანზორ ერქომაიშვილმა, რომელიც სისტემატიურად სარგებლობდა ვლადიმერის რჩევებითა და კონსულტაციებით, შესთავაზა მასგამოეცა გერმანიაში წიგნი, რომელშიც შევიდოდა ვლადიმერის ფასდაუდებელი ნაშრომების კრებული, მაგრამ სამწუხაროდ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი წამოწყება ვერ განხორციელდა, რადგან ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ვლადიმერი გარდაიცვალა 80 წლის ასაკში 2009 წლის ივნისში. თუმცა ვ.გოგოტიშვილის მიერ მთელი ცხოვრების მანძილზე გაწეული თავდაუზოგავი მამულიშვილური შრომა დავიწყებას არ მიცემია. ცნობილმა მუსიკალურმა მოღვაწემ, მწერალმა და პუბლიცისტმა გულბათ ტორაძემ, რომელიც ადრეული სტუდენტობიდან გახლდათ ვლადიმერის კოლეგა, უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე, 2013 წელს მიუძღვნა ვლადიმერის პროფესიულ შემოქმედებას წიგნი - „ქართული ხალხური მუსიკის თეორიული საკითხები“
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ზაზა გოგოტიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Gogitishvili_06.jpg444.54 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება