Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/107664
Title: ნინა ბახტაძე-გოგოტიშვილი
Keywords: ბახტაძე-გოგოტიშვილი, ნინო ნიკოლოზის ასული (1895-1981)
რეპრესირებული
Abstract: ნინა ბახტაძე-გოგოტიშვილი - დაიბადა 1895 წელს ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ კისლოვოდსკში შეძლებული მეწარმის - ნიკოლოზ ბახტაძის და ანა (ანეტა) ნიჟარაძის ოჯახში. ანეტა ნიჟარაძე წარმოშობით ქალაქ ხონიდან იყო და ნინო ბახტაძის გარდა ზრდიდა კიდევ 4 შვილს: გაბრიელს, ნიკოლოზს, ნადიას და მიხეილს. ნინოს მამა - ნიკოლოზ ბახტაძე ფლობდა ჯიშიანი ცხენების მოსაშენებელ მეურნეობას. მან მოახერხა ხუთივე შვილისთვის რუსეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლა-განათლება მიეცა. ნინო ბახტაძემ თავდაპირველად დაამთავრა ქ. კისლოვოდსკის გერმანული გიმნაზია, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა ხარკოვში და დაამთავრა ქ. ხარკოვის უნივერსიტეტისეკონომიკის ფაკულტეტი. ნინო ძალიან განათლებული ქალი იყო და ქართული ენის გარდა თავისუფლად ფლობდა რუსულ და გერმანულ ენებს, გამოირჩეოდა ნატიფი გემოვნებით და დიდი მუყაითობით: ბრწყინვალედ ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა და საერთოდ ხელიდან ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდა. ეკონომიური განათლების მიღების შემდეგ, ნინო თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გიორგი გოგოტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომისტად დაიწყო მუშაობა იმხანად ამიერკავკასიაში ერთადერთ აბრეშუმის საწარმოში. 1937 წელს გიორგი გოგოტიშვილის დახვრეტას მოჰყვა ნინოს, როგორც მისი მეუღლის, დაპატიმრება და რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში - კამჩატკაზე 8 წლით გადასახლება. მასთან ერთად გადასახლებულ იქნა სხვა ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელი ქალბატონები - ე. წ. „ხალხის მტრების“ მეუღლეები, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ ერთმანეთის გამხნევებას და სულიერად გაძლიერებას. ხსენებულ ქალბატონებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდნენ -40 გრადუს ყინვაში ტყეში, სადაც მუხლამდე თოვლში აიძულებდნენ ხეების ჭრას. ამ უმძიმესი სამუშაოს დაერთო ისიც, რომ ბანაკში მოდებული იყო ტიფი, რომელმაც ორი ქალის გარდაყველა ქართველი პატიმარი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ორ ქართველ ქალბატონთაგან ერთ-ერთი, ღვთის განგებით იყო ნინო ბახტაძე, რომელიც ძლიერი ხასიათისა და გაკაჟებული ორგანიზმის ხარჯზე 1946 წელს დაბრუნდა საქართველოში, მას შემდეგ რაც მოიხადა 8 სრული წელიწადი. იმდროინდელი სასტიკი კომუნისტური კანონების მიხედვით, მიუხედავად სასჯელის ვადის სრულად მოხდისა, პოლიტ.პატიმარს არ ჰქონდა უფლება თბილისში ცხოვრებისა და შესაბამისად შვილებთან ურთიერთობისა. ამიტომ ნინო იძულებული გახდა დროებით ეცხოვრა თავისი ძმის ბინაში - რუსთავში, საიდანაც ის მალულად ჩადიოდა თბილისში, რათა უკვე წამოზრდილი, ძლიერ მონატრებული შვილები მოენახულებინა, რომლებიც დედის გარეშე გაიზარდნენ. იმ დროს, როდესაც გიორგი დახვრიტეს, ხოლო ნინო გადაასახლეს, ნინოს უფროსი ვაჟი თენგიზი - 13 წლისა იყო, ხოლო უმცროსი, ვლადიმერი - 8 წლის. ისინი, როგორც „ხალხის მტრის“ შვილები - გარიცხეს ქ. თბილისის პირველი საშუალო სკოლიდან და იძულებით ებრაელთა რუსულენოვან სკოლაში გაამწესეს. მათი კუთვნილი ბინიდანაც უპირებდნენ გასახლებას, რომ არა უფროსი დის - ლილის თავგანწირვა, რომელმაც საკუთარი პირადი ცხოვრება შესწირა უმცროსი ძმების აღზრდას, რომლებიც მის ანაბარად დარჩნენ. 1937 წელს, როდესაც გიორგი დახვრიტეს და ნინო გადაასახლეს, ლილი უკვე 26 წლისა იყო და იმ დროისათვის დიპლომირებული ექიმი, მუშაობდა ქ. თბილისის #1 საავადმყოფოში ექიმ-გასტროენტეროლოგად.როდესაც ძმების ბინიდან გასახლების საკითხი დადგა, ლილიმ საოცარი შემართება და გამბედაობა გამოიჩინა. მან დაწერა განცხადება ლავრენტი ბერიას სახელზე, რომელიც იმხანად საქართველოში ცკ-ს პირველი მდივანი იყო და ახლოს იცნობდა მისი აპარატის წამყვან თანამშრომელს - გიორგი გოგოტიშვილს. ლილიმ მთელი ღამე გაათენა ლ. ბერიას იმდროინდელი რეზიდენციის მოპირდაპირე სადარბაზოში - მაჩაბლის ქუჩაზე და დილით ადრე, როცა ლ. ბერია ჯდებოდა მანქანაში, გაარღვია მისი დაცვა და მოახერხა პირადად ბერიასთვის განცხადების გადაცემა, რასაც სიტყვიერად დაურთო, რომ გიორგი გოგოტიშვილის ქალიშვილი იყო და მცირეწლოვან ძმებთან ერთად ქუჩაში გაყრას უპირებდნენ. ბერიამ იცნო ლილი, რომელიც გიორგის ოჯახში სტუმრობისას არაერთხელ ჰყავდა ნანახი და იქვე მოუწერა ხელი ლილის განცხადებაზე. განცხადებას მან რეზოლუციის სახით დაურთო: «Не трогать»! - „არ შეეხოთ“!ასე გადარჩნენ ობლად დარჩენილი გოგოტიშვილები უსახლკაროდ დარჩენას, თუმცა კომუნისტებმა კუთვნილი 5 ოთახიდან მათ მხოლოდ 2 ოთახი დაუტოვეს, ხოლო დანარჩენებში უცხო ოჯახები შეუსახლეს და გიორგის კუთვნილი ბინა კომუნალურ საცხოვრებლად აქციეს. როდესაც ნინო ბახტაძე დაუბრუნდა ოჯახს, შვილებმა იგი ძლივს იცნეს, რადგან შუათანა ვაჟი, 22 წლის თენგიზი, იმ დროისათვის უკვე სამედიცინო ინსტიტუტს ამთავრებდა, ხოლო უმცროსი - ვლადიმერი - 17 წლის გამხდარიყო და ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედს ამთავრებდა. 1953 წელს გარდაიცვალა იოსებ სტალინი, რასაც მოჰყვა რეპრესირებულთა საქმეების გადახედვა. გადასახლებიდან დაბრუნებულ რეპრესირებულ ნინო ბახტაძეს მოუხსნეს დამნაშავის - „ხალხის მტრის ცოლის“ სტატუსი და იგი რეაბილიტირებულ იქნა. ცხოვრების დარჩენილი წლებინინომ თავის ოჯახთან ერთად გაატარა. თუმცა გადასახლებაში გატარებულმა უსასასტიკესმა 8 წელიწადმა უკვალოდ არ ჩაიარა და ცხოვრების ბოლო 20 წელიწადი მან პარალიზებულმა გაატარა (წაერთვა მარცხენა ხელ-ფეხი), რაც გამოწვეული იყო 1961 წელს მიღებული მძიმე ფორმის ინსულტით. ლილი გოგოტიშვილმა ამჯერადაც უდიდესი ერთგულებაგამოიჩინა და 20 წელიწადი, ნინოს სიცოცხლის ბოლო დღეებამდე თავდაუზოგავად უვლიდა და ემსახურებოდა ინვალიდ დედინაცვალს
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ზაზა გოგოტიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Gogitishvili_10.jpg749.03 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.