ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/110080
სათაური: | ელგუჯა გუმბერიძე |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი სტუდიური ფოტო გუმბერიძე, ელგუჯა (1925) საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ქორეოგრაფი მოცეკვავე |
რეზიუმე: | ელგუჯა გუმბერიძე (17.12.1925) - ქორეოგრაფი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1944 წელს მიიწვიეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, პარალელურად მუშაობდა ქორეოგრაფად სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმში; 1944-1950 წწ. იყო ქართული დივიზიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1951 წლიდან მუშაობდა ქუთაისის კულტურის სახლში; 1952 წლიდან იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის ქორეოგრაფი; 1953-1956 წწ. ცეკვებს დგამდა: სოხუმის, ზუგდიდის, ცხაკაიას თეატრებში; 1960 წლიდან სათავეში ედგა ქუთაისის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლს; 1965 წლიდან ტყიბულის ხალხური ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1971-1976 წწ. მუშაობდა ქუთაისის ქორეოგრაფიულ კოლექტივებში; 1978 წელს თერჯოლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა, მისი ხელმძღვანელობით ინგლისში დიდი მოწონება დაიმდახურა; 1976 წლიდან იყო ქუთაისის ოპერის თეატრის ბალეტმაისტერი; მის მიერ დადგმული ცეკვები: „აჭარული სიუიტა“, „აყვავებული აჭარა“, „ნადირობა“, „ლხინი“, „ქაჯეთის ციხის აღება“, სიუიტა „ღრეობა მთაში“. |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | თამარ გუმბერიძე |
შესულია კოლექციებში: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
elguja gumberidze023.jpg | 142.14 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება