ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/110102
სათაური: ანზორ ხერხაძე და დათო დვალიშვილი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ხერხაძე, ანზორი (1937-2019)
დვალიშვილი, დავითი (1948)
მსახიობი
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
კინო
გამოცემის თარიღი: 26-Feb-2010
რეზიუმე: ანზორ ხერხაძე (20.02.1937) – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი 1962 წლიდან, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის, აკაკი ხორავას და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 2003 წელს მიიღო წლის საუკეთესო მსახიობის წოდება, იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე 1980-1998 წწ.. მას 6-ჯერ გადაეცა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, არის ყოველთა ძლიერთა პატივგების პრემიის მფლობელი. 2010 წელს ქუთაისში გაიხსნა ანზორ ხერხაძის ვარსკვლავი. 2017 წელს მიენიჭა „ხელოვნების ქურუმის“ წოდება. დავით (დათო) დვალიშვილი (01. 05.1948, ტყიბული) - მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1970 წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. 1980 წლიდან მარჯანიშვილის და ახმეტელის თეატრებში მოღვაწეობს. 1982 წლიდან პარალელურად მოღვაწეობს კონოსტუდია „ქართულ ფილმში“.
აღწერილობა: მარცხნიდან: ანზორ ხერხაძე, დათო დვალიშვილი. ფოტო გადაღებულია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ ხერხაძის ვარსკვლავის გახსნის საღამოზე.
მფლობელი: ნარგიზ ჩოგოვაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
anzor xerxadze026.jpg225.81 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება