ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/110192
სათაური: სცენა სპექტაკლიდან "დიდოსტატის მარჯვენა"
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
სცენა სპექტაკლიდან
სვანაძე, ერემია (1932-2012)
ხერხაძე, ანზორი (1937-2019)
ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრი
მსახიობი
რეზიუმე: ანზორ ხერხაძე (20.02.1937, ქუთაისი-13.09.2019, ქუთაისი) – 1962 წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, 1980 – საქართველოს დამსახურებული არტისტი, 1989 – საქართველოს სახალხო არტისტი, აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (2004). 1997 – ღირსების ორდენის კავალერი. 2001 – ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 1980-1998 წწ. იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. 2003 წელს მიიღო წლის საუკეთესო მსახიობის წოდება, მას 6-ჯერ გადაეცა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, არის ყოველთა ძლიერთა პატივგების პრემიის მფლობელი. 2010 წელს ქუთაისში გაიხსნა ანზორ ხერხაძის ვარსკვლავი. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ერემია სვანაძე (30.05.1932-2012) – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1990), აკაკი წერეთლის და ლადო მესხიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი (1997), ქუთაისის საპატიო მოქალაქე (2001).
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ქუთაისში
მფლობელი: ნარგიზ ჩოგოვაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
anzor xerxadze001.jpg153.39 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება