Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/110554
Title: სტუმრად პოეტ ანდრია სინაურთან
Authors: გიორგაძე, ვახტანგ – ექიმი
Keywords: ჯგუფური ფოტო
სინაური, ანდრია ივანეს ძე (1896-1976)
აბდუშელიშვილი, ნადია
ჭიჭინაძე, მიხეილ
ჭეიშვილი, კუკური
გიორგაძე, ნიკოლოზ
ქუთაისი
Issue Date: 1965
Abstract: ანდრია სინაური (ნამდვილი სახელი და გვარი ანდრო სინაურიძე) (17.11.1896-8.12.1976) - პოეტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ინაშაურში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ კერძო გიმნაზიაში, 1912 წლიდან ხელმოკლეობის გამო მოუხდა საწავლებლის დატოვება. 1913 წლიდან სწავლობდა კრონშტადტის სამხედრო-საზღვაოსნო იუნგთა სკოლაში, სადაც როგორც სამხედრო სკოლა, მოსწავლეები თავისუფალი იყვნენ გადასახადებისგან. 1915 წელს იმპერიალისტური ომის დაწყებისთანავე სკოლა დაიხურა, ანდრია გადაიყვანეს მოქმედ არმიაში... 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლე-ბის დამყარებისას წითელი არმიის ოფიცერი გახდა. ხელმძღვანელობდა ჯარის კულტურულ-საგანმანათლებლო სამსახურს. მაგრამ თავი იჩინა სამოქალაქო ომში მიღებულმა ტრამვებმა, ჩაეკირა სახსრები, მკურნელობა ამაო აღმოჩნდა, 1925 წლის მაისიდან ანდრია სინაური ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. ავადმყოფობის პერიოდში სინაური აქტიუარად ჩაება ლიტერატურაში, იგი ავტორია მრავალი პოეტური კრებულისა, სისტემატიურად ქვეყნდებოდა მისი პოემები, ლექსები და სტატიები ჟურნალ-გაზეთებში. მისი შემოქმედების უმთავრესი თემებია: სამშობლო, ჩვენი ქვეყნის გმირული წარსული და თანამედროვეობა. განსაკუთრე-ბულ ყურადღებას იპყრობს სამამულო ომის ფრონტზე გმირულად დაღუპული ერთადერთი შვილისადმი მიძღვნილი ლექსები. მისი პოეზია გამოირჩევა შინაგანი სიმტკიცით და მებრძოლი პათოსით. ჯერ ინვალიდის ეტლში, სიცოცხლის ბოლო წლებში, კი სარეცელს მიჯაჭვულმა 55 წელი გაატარა. გარდაიცვალა 1976 წელს 80 წლის ასაკში, დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავი-ლას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მთელი საკუთარი ქონება გადასცა სახელმწიფოს მომავალი თაობების განვითარებისთვის. მის სახლში მოქმედებს მისივე სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ლიტერატურული სახლი. დაჯილდოებულია 2 მედლით მამაცური შრომისთვის და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისგან საპატიო სიგელით. იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პერსიონერი. ნადია აბდუშელიშვილი – ბიოლოგი. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი და აქტიური საზოგადო მოღვაწე. პოეტ ანდრია სინაურის მეუღლე, რომელიც დიდ თანადგომას უწევდა მეუღლეს.
Description: მარცხნიდან: ანდრია სინაური, ნადია აბდუშელიშვილი, მიხეილ ჭიჭინაძე, კუკური ჭეიშვილი, ნიკოლოზ გიორგაძე
Owner: ქუთაისის ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლი
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
sajaro biblioTeka039.jpg142.97 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.