ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/11399
სათაური: პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
მაღლაკელიძე, შალვა (1893-1976)
ქართული არმია
სამხედრო პირი
ქართული ლეგიონი
გამოცემის თარიღი: 1941
რეზიუმე: შალვა მაღლაკელიძე - პოლიტიკოსი, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური. ბერლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში, მსახურობდა საქართველოს მთავრობაში 1918-1921 წლებში. 1919-1920 წლებში თბილისის გენერალ-გებერნატორი გახლდათ. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მაღლაკელიძე იძულებული გახდა 1921 წელს ქვეყანა დაეტოვებინა. 1929 წელს გიორგი შვანგირაძესთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოება ”ივერია” რიგაში (ლატვია), რომელსაც მალე სომხური დიასპორაც შეუერთდა და ორგანიზაციას ”კავკასიური საზოგადოება” დაერქვა. საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნიდან წამოსულ თანამოძმეთათვის მატერიალური და სხვა სახის დახმარების გაწევა იყო. შიდა უთანხმოების გამო 1933 წელს საზოგადოებიდან ქართველები წამოვიდნენ და იმავე წლის ნოემბერში დააარსეს ლატვიის ქართველი საზოგადოება. როგორც საგოზადოების ყველაზე აქტიურ წევრს, მაღლაკელიძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრებთან საფრანგეთში. ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი იყო ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციისა "თეთრი გიორგი" (1924-1954) და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის (დ. 1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა. 1942–1943 წლებში არჩეული იყო "ქართული ეროვნული კომიტეტის" და "ქართული სამოკავშირეო შტაბის" წევრად (ბერლინი). ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. 1941 წელს მან შექმნა ქართული ლეგიონის თამარ-მეფის ორდენი. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-54 წლებში კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობდა. 1954 წლის 26 იანვარს ვაჟთან გაიოზ მაღლაკელიძესთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია "საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობა" მიუნხენში. იმავე წლის აგვისტოში საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს. სიცოცხლის ბოლო წლები რუსთავში გაატარა, გარდაიცვალა 83 წლის ასაკში.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ქალაქ ჩერნიგოვოში
მფლობელი: გიორგი მამულია
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Polkovniki_Shalava_Maglakelidze.jpg224.39 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება