Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/115228
Title: დადაშ გელოვანი
Keywords: გელოვანი, დადაშ ანდრიას ძე (1898-1924)
დასინები
Abstract: დადაშ გელოვანი - მენიკი ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის უკანონო შვილის და ანდრია გელოვანის ვაჟი. დადაშ გელოვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მისმა ნიჭმა სამთავრობო სტიპენდია და გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრების უფლება მოუპოვა; სწორედ მისი განსაკუთრებული გონებრივი მონაცემების გამო მას მეტსახელად “ქართველი ჰეგელი” შეარქვეს, გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, გეორგ ვილჰელმ ჰეგელის, პატივსაცემად. (თავის დროზე ჰეგელმა ახალგაზრდა კარლ მარქსზე უდიდესი ზეგავლენა იქონია.) 1920-იან წლებში ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების დროს დადაში სოფელ ლაჯანაში გაიხიზნა, რათა თავისი არისტოკრატული წარმოშობა დაემალა. 1923 წელს იგი საბჭოთა ჩეკისტებმა დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, პოლიციამ მასში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და იგი გაათავისუფლეს, მაგრამ შენობის დატოვებისას დადაში კიბეზე წაბორძიკდა და პალტოს ჯიბიდან ფილიგრანით გაწყობილი ოქროს სათვალის ბუდე ამოუვარდა. ფუფუნებისა და პრივილეგიის ამ სიმბოლოს დანახვისთანავე ჩეკამ ადგილზე სიკვდილით დასაჯა - დახვრიტეს.
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
dadashdadianison.jpg371.42 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.