ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/115228
სათაური: | დადაშ გელოვანი |
საკვანძო სიტყვები: | გელოვანი, დადაშ ანდრიას ძე (1898-1924) დასინები |
რეზიუმე: | დადაშ გელოვანი - მენიკი ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის უკანონო შვილის და ანდრია გელოვანის ვაჟი. დადაშ გელოვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მისმა ნიჭმა სამთავრობო სტიპენდია და გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრების უფლება მოუპოვა; სწორედ მისი განსაკუთრებული გონებრივი მონაცემების გამო მას მეტსახელად “ქართველი ჰეგელი” შეარქვეს, გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, გეორგ ვილჰელმ ჰეგელის, პატივსაცემად. (თავის დროზე ჰეგელმა ახალგაზრდა კარლ მარქსზე უდიდესი ზეგავლენა იქონია.) 1920-იან წლებში ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების დროს დადაში სოფელ ლაჯანაში გაიხიზნა, რათა თავისი არისტოკრატული წარმოშობა დაემალა. 1923 წელს იგი საბჭოთა ჩეკისტებმა დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, პოლიციამ მასში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და იგი გაათავისუფლეს, მაგრამ შენობის დატოვებისას დადაში კიბეზე წაბორძიკდა და პალტოს ჯიბიდან ფილიგრანით გაწყობილი ოქროს სათვალის ბუდე ამოუვარდა. ფუფუნებისა და პრივილეგიის ამ სიმბოლოს დანახვისთანავე ჩეკამ ადგილზე სიკვდილით დასაჯა - დახვრიტეს. |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
dadashdadianison.jpg | 371.42 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება