Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/11758
Title: სპირიდონ მალხაზის ძე კედია
Keywords: პორტრეტი
კედია, სპირიდონ მალხაზის ძე (1884-1948)
კლამარი
Issue Date: 1936
Abstract: სპირიდონ კედია - პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ედპ-ის ერთ-ერთი ლიდერი და თავმჯდომარე. 1942-1943 წწ. ქართული ეროვნული კომიტეტის წევრი ბერლინში. 921 წლის მარტში საქართველოს მთავრობა და ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. სპირიდონ კედია საქართველოში დარჩა. 1922 წლის თებერვალში დაგეგმილი იყო მასობრივი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია. წინა ღამეს ყველა ეჭვმიტანილი, მათ შორის, სპირიდონ კედიაც, დააკავეს. 6 თვე იჯდა „გუბერნსკში", შემდეგ ეტაპით ბათუმში ჩაიყვანეს და საქართველოდან გაასახლეს მეუღლესთან ერთად. საფრანგეთში გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა ემიგრაციის არამარქსისტ ნაწილთან ერთად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პუბლიცისტიკის ის ნაწილი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეხება. პარიზში გამოსცემდა: ჟურნალს „სამშობლოსათვის," ედპ-ს პარტიულ ორგანოს -„სამშობლო", გაზეთა, „საქართველოს გუშაგი" თანამშრომლობდა გიორგი მაჩაბელთან, კერძოდ, ჰქონდა პატარა საწარმო-ლაბორატორია, სადაც მაჩაბელის პარფიუმერიისათვის ესენციებს ამზადებდა. გარდაიცვალა 1948 წელს, პარიზში. დაკრძალეს ლევილში. მეუღლე -სოფიო ჩიჯავაძე, ქალიშვილი - თეონა კედია.
Description: ფოტო გადაღებულია კლამარში
Owner: გიორგი მამულია
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Kedia_Spiridon.jpg97.85 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.