ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/119064
სათაური: ანზორ მარტყოფლიშვილი, შოთა ხაბარელი, თენგიზ გაჩეჩილაძე და დილარ ხაბულიანი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
გაჩეჩილაძე. თენგიზ (1939)
მარტყოფლიშვილი, ანზორ (ფირუზ) (1940)
ხაბარელი, შოთა (1958)
ხაბულიანი, დილარ (1952)
გამოცემის თარიღი: 26-Dec-2004
რეზიუმე: თენგიზ გაჩეჩილაძე - გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, საქართველოს განათლების წარჩინებული მუშაკი. ნიკო ნიკოლაძის და მიხეილ კაკაბაძის პრემიების ლაურეატი. ასოცირებული პროფესორი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და სეოკ-ის მედლით. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს ეროვნული ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი (2004-2012). დაჯილდოებულია ბუდიონის მედლით "საქართველოში მეცხენეობისა და ცხენოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის." ანზორ მარტყოფლიშვილი - ძიუდოში (63, 66 კგ) ევროპის ჩემპიონი, სსრკ ჩემპიონი სამბოში, სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი და გუნდის უფროსი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამბოსა და ძიუდოში, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში. შოთა ხაბარელი – ოლიმპიური ჩემპიონი, მწვრთნელი, პარლამენტარი. დილარ ხაბულიანი - ძიუდო (78, 80 კგ); ევროპის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე და ორგზის მესამე პრიზიორი, საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი (1982-86), მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა გუნდურ ჩათვლაში (1983).
აღწერილობა: მარცხნიდან: ანზორ მარტყოფლიშვილი, შოთა ხაბარელი, თენგიზ გაჩეჩილაძე და დილარ ხაბულიანი.
მფლობელი: თენგიზ გაჩეჩილაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Tengiz_Gachechiladze-34.jpg206.92 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება