ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/119293
სათაური: უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი
საკვანძო სიტყვები: სტალინი, იოსებ ბესარიონის ძე (1878-1953)
ჩერჩილი, უინსტონ (1874-1965)
მოსკოვი
გამოცემის თარიღი: Aug-1942
რეზიუმე: უინსტონ ჩერჩილი - სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953). იოსებ ბესარიონის ძე სტალინი — საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898 წლიდან გარდაცვალებამდე. საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919-52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952-53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925-43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკისა - 1922-იდან, სსრკ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის (1939), საბჭოთა კავშირის გმირის (1945), საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები, უმაღლესი სამხედრო წოდება - საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება (1945). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, "გამარჯვების" 2 ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის ორდენით, აგრეთვე მედლებით
აღწერილობა: მარცხნიდან სხედან: უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი. ფოტო გადაღებულია მოსკოვში
მფლობელი: ტარიელ ჩიგოგიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
stalinis fotoebiImeretii-017.jpg768.02 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება