ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1203
სათაური: ივანე ფრანგულიანი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ფრანგულიანი, ივანე სიმონის ძე (1887–1970)
რეზიუმე: ივანე ფრანგულიანი - ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. 1905 წელს, 17 წლის ჭაბუკი, ქუთაისის გიმნაზიის მოწაფე ივანე სიმონის ძე ფრანგულიანი შევიდა სოციალ-დემოკრატიულ (ბოლშევიკურ) პარტიაში. იგი მონაწილეობას ღებულობდა წრეების მოწყობაში ქუთაისის სასწავლებელთა მოწაფეებში შორის, ადგილობრივი გარნიზონის ჯარისკაცთა შორის ავრცელებდა არარეგალურ ლიტერატურას. 1906 წელს ამხ. ფრანგულიანი გარიცხეს გიმნაზიიდან და მხოლოდ 1907 წელს მოახერხა აღდგენილიყო. მისი მამა- ფოსტა-ტელეგრაფის მუშაკი- აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაში და 2 წელი გაატარა ქუთაისის საპყრობილეში. ივანე ფრანგულიანი ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გადავიდა მოსკოვს, სადაც იგი ირიცხებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა ბოლშევიკური ფრაქციის წევრად, ხოლო 1910 წელს -საგაფიცვო რევოლუციური კომიტეტის წევრად. რევოლუციური მოღვაწეობისათვის ივანე სიმონის ძე დააპატიმრეს და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ. 1913 წელს ამხ. ფრანგულიანმა დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და ექიმად დაიწყო მუშაობა სოხუმის ქალაქის საავადმყოფოში, შემდეგ გადავიდა მოსკოვში და მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტის კლინიკაში. 1914 წელს იგი მობილიზებულ იქნა მეფის მთავრობის მიერ და გაიგზავნა დასავლეთის ფრონტზე მე-19 მსროლელთა პოლკის უმცროს ექიმად. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ამხ. ფრანგულიანს არჩევითი თანამდებობები ეკავა არმიაში. ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ ივანე სიმონის ძე აწყობს მფრინავ სამედიცინო რაზმს, ხოლო შემდეგ მოხალისედ გადადის მოსკოვის სამხედრო ოლქის მფრინავ რაზმში. მალე, ფრანგულიანი ინიშნება პარტიზანული არმიის სანიტარული ნაწილის უფროსად ვოლგის რაიონში, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ XIII არმიის სანიტარული ნაწლის უფროსად. ფრანგულიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კონტრრევოლუციასთან ბრძოლაში. 1921 წელს იგი დაინიშნა საქართველოს სს რესპუბლიკის ჯანსახკომის კოლეგიის წევრად, 1825 წლიდან ივანე სიმონის ძე სამკურნალო კომისიის (სპეცსამსან სამმართველო) თავმჯდომარე იყო. ფრანგულიანი არაერთხელ ყოფილა არჩეული საქართველოს სს რესპუბლიკის ცაკის წევრად, თბილისის საბჭოსა და საკ.კ.პ. (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის სარევიზიო კომისიის წევრად.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია თბილისში, 1942 წელს.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
pranguliani ivane..jpg227.38 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება