ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1218
სათაური: ივანე ფალიაშვილი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ფალიაშვილი, ივანე (1868-1934)
რეზიუმე: ივანე პეტრეს ძე ფალიაშვილი (დ. 1 ოქტომბერი, 1868, ქუთაისი ― გ. 7 მარტი, 1934, თბილისი), ქართველი დირიჟორი, პიანისტი, ორღანისტი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1924). ერთხანს ორღანისტად მუშაობდა თბილისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში. 1888 წლიდან თავის ძმასთან, ზ.ფალიაშვილთან ერთად მღეროდა ლ. აღნიაშვილის ეთნოგრაფიულ გუნდში. სადირიჟირო მოღვაწეობა დაიწყო ქართული თეატრის საოპერო დასში. 1892 წელს მიწვეულ იქნა თბილისის "სამუსიკო წრის" დირიჟორად (აქ მის სპექტაკლებში მონაწილეობდა თედორე შალიაპინი). 1893-1922 მუშაობდა აგრეთვე უკრაიინისა და რუსეთის საოპერო თეატრებში და ანტრეპრიზებში დირიჟორად ქორმაისტერად. 1922-1934 წლებში მუშაობდა თბილისის საოპერო თეატრის მთავარ დირიჟორად. იყო "ახალგაზრდა ქართვერლ მუსიკოსთა საზოგადოების" სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი დამაარსებელი (1923-1928). ფალიაშვილის რეპერტუარში შედიოდა ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა 80-ზე მეტი ოპერა. დირიჟორობდა სიმფონიურ კონცერტებს. მისი დირიჟორობით თბილისში პირველად აჟღერდა ბეთჰოვენის IX სიმფონია. ფალიაშვილის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი ოსტატობით, ემოციურობით.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
paliashvili ivane.+.jpg187.89 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება