ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/122752
სათაური: მარიკა ლორთქიფანიძე სტუმრად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლორთქიფანიძე, მარიამ (მარიკა) დავითის ასული (1922-2018)
ისტორიკოსი
შაშიაშვილი, თეიმურაზი (1951)
ნიკოლეიშვილი, ავთანდილი (1948)
სარალიძე, თენგიზ (1936-2017)
არველაძე, სიმონი (1921-2022)
ვაჭრიძე, პეტრე (1929-20**)
გამოცემის თარიღი: 2002
რეზიუმე: მარიამ ლორთქიფანიძე - ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, 1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა “მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000”. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის სახელობის და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. თეიმურაზ შაშიაშვილი – ქართველი პოლიტიკოსი, იყო იმერეთის მხარის გუბერნატორი 1995-2003 წლებში. ავთანდილ ნიკოლეიშვილი – (27.08.1948, სოფელი გორა, ვანის მუნიციპალიტეტი) – ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა, თუ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში გამოქვეყნე-ბული ნაშრომისა. ეწევა სამეცნიერო-სამწერლო მოღვაწეობას. მიღებული აქვს: საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, 1978 – ჟურნალ „განთიადის“ პრემია, საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის განყოფილების პრემიები წლის საუკეთესო ნაშრომებისათვის (1984, 1988), 1993 - ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (პარიზი) ლიტერატურული პრემია, 1995 –საქართველოს მწერალთა კავშირის გერცელ ბააზოვის ლიტერატურული პრემია, 1998 – საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის განყოფილების ნიკო ნიკოლაძის ლიტერატურული პრემია, 1998 – ღირსების ორდენი, კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის სერთიფიკატი „XXI საუკუნის 2000 საუკეთესო ინტელექტუალი“ (2003), ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული პრემია (2013), აკაკი წერეთლის ლიტერატურული პრემია (2011), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მადლობის სიგელი (2014), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი (2015). არის – ქალაქ კოლუმბიისა (მისურის შტატი, აშშ) და ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქე, სამეცნიერო ალმანახ „ლიტერატურული დიალოგების“ (ქუთაისი) მთავარი რეაქტორი, სამეცნიერო ჟურნალ „ქართველური მემკვიდრეობის“ (ქუთაისი) პასუხისმგებელი რედაქტორი. თენგიზ სარალიძე – ფილოსოფოსი. სიმონ არველაძე (15.02.1921) – ფილოსოფოსი, მეცნიერი, პროფესორი, კრიტიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, კულტურის დამსახურებული მოღვაწე. არის კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. იბრძოდა II მსოფლიო ომში: პოლონეთში, უნგრეთში, გერმანიაში. დაჯილდოებულია: 8 საბრძოლო მედლით, ღირსების ორდენით. 2003 წ. მიენიჭა ხალხთა მეგობრობის პრემია, 2009 წ. ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია. 2001 წ. არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე. პეტრე ვაჭრიძე (18.08.1929, ქუთაისი) – ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.
მფლობელი: ნანული ცხვედიანი
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
nanuli cxvediani046.jpg179.89 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება