ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/124612
სათაური: გიორგი ბაქრაძე სამუშაო კაბინეტში
საკვანძო სიტყვები: ბაქრაძე, გიორგი (1887-1960 )
ბიბლიოგრაფი
რეზიუმე: გიორგი ბაქრაძე - ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკარი. დაამთავრა ვარშავის საბეითლო ინსტიტუტი 1914 წელს. მუშაობდა ბეითლად თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის დაბა ჯალალოღლიში(ახლანდელი სტეფანავანი, სომხეთის რესპუბლიკა); 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 1935–1937წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის(ახლანდელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) ბიბლიოთეკათმცოდნეობის კაბინეტის გამგე, 1937–1939წწ. საქართველოს წიგნის პალატის სწავლული მდივანი, 1938 წლიდან თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის გამგე. მან დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში ბიბლიოგრაფიისა და ბიბლიოთეკათმცოდნეობის განვითარებას, უმაღლეს საბიბლიოთეკო განათლებას. აღსანიშნავია გ. ბაქრაძის შედგენილი "ქართული პერიოდიკა. ბიბლოოგრაფია. 1819–1945"(თბილისი, 1947). ვლადიკავკაზის გიმნაზიაში სწავლის დროს შეისწავლა ესპერანტო. სპეციალური გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩიეს საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესორად. ბიბლიოგრაფი, ესპერანტისტი
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: გიორგი ბაქრაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Giorgi_Bakradze (6).jpg502.65 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება