ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/12572
სათაური: ვანო იასონის ძე ელიზბარაშვილი ბიძაშვილთან, ლევან ელიზბარაშვილთან ერთად
ავტორები: გორბუნოვი, ნ.
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ლიზბარაშვილი, ვანო იასონის ძე (1889-1937)
ელიზბარაშვილი, ლევან
რეზიუმე: ვანო ელიზბარაშვილი - რეპრესირებული 1937 წელს. დაიბადა სოფელ გურჯაანში (სიღნაღის მაზრა) 1889 წელს. ვანო ელიზბარაშვილს და მის ძმას შაქროს (ზაქარია) საქართველოს სსრ-ს НКВД-ს "ტროიკამ" სხვადასხვა განაჩენი გამოუტანა. ვანო დახვრიტეს 1937 წლის 15 აგვისტოს (განაჩენის გამოტანის თარიღია, საფლავი უცნობია), როგორც "კულაკი", საბჭოთა ხელისუფლებისადმი და კომპარტიისადმი მტრულად განწყობილი პირი, ხოლო შაქროს განაჩენი გამოუტანეს 1937 წლის 21 დეკემბერს - უზბეკეთში გადასახლება, სადაც გარდაიცვალა (სავარაუდოდ, ტაშკენტში) და საფლავის ადგილი უცნობია. მისი ბრალდების ნაწილში წერია, რომ 1921 წელს აქტიურად გამოდიოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ იარაღით ხელში, თავის ძმასთან (ვანო) ერთად და "ბანდიტების თანამზრახველი" გახლდათ. სინამდვილეში კი, ორივე ძმა იყო სირაჯი და ღვინით ვაჭრობდნენ კახეთსა და თბილისში. 1921 წელს ქაქუცას კახეთის შეფიცულთა რაზმი სიღნაღიდან კახეთის სიღრმეში, ტყეებს შეეფარა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს, ეხმარებოდნენ ძმები (სურსათ-სანოვაგით) მათ.
აღწერილობა: მარცხნიდან: ვანო (დონიკე) ელიზბარაშვილი და მისი ბიძაშვილ ლევან ელიზბარაშვილი. ფოტო გადაღებულია სმოლენსკში. გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: კონსტანტინე ელიზბარაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
vano da Levani_recto.jpgrecto734.21 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
vano da Levani_verso.jpgverso883.74 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება