ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/127500
სათაური: ვასილ თამარაშვილი
ავტორები: გალანჯიანი, მ. გ.
საკვანძო სიტყვები: თამარაშვილი, ვასილ სოლომონის ძე (1883-1957)
პორტრეტი
მუსიკოსი
გამომგონებელი
მკვლევარი
გამოცემის თარიღი: 1912
რეზიუმე: ვასილ თამარაშვილი - ქართველი მუსიკოსი, მკვლევარი და გამომგონებელი. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის ძმისშვილი. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (პედაგოგი ზაქარია ფალიაშვილი), რის შემდეგაც შეუდგა ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლასა და აღდგენას. მან ქართველ მოღვაწეთა შორის პირველმა შექმნა ქართული ხალხური მუსიკალურ-ინსტრუმენტული ორკესტრი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ვასილ თამარაშვილის მიერ ოცამდემდე სახეობის ხალხური საკრავია აღდგენილი. ასევე შექმნა მეთოდური სახელმძღვანელო მუსიკალური ინსტრუმენტების შესასწავლად. მასვე ეკუთვნის ნოტების საბეჭდი მექანიკური მანქანის გამოგონება მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, რომელიც სანოტო ნიშნებთან ერთად, ბეჭდავდა ლიტერატურულ ტექსტს ხუთ ენაზე. დღეისათვის არსებობს ამ მანქანის პატენტი, თუმცა მისი სერიული გამოცემა სხვადასხვა მიზეზი გამო ვერ მოხერხდა
მფლობელი: ნოდარ ხითარიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Nodar_Xitarishvili_004.jpgრექტო217.02 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Nodar_Xitarishvili_005.jpgვერსო381.84 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება