ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/12893
სათაური: ნატო გაბუნია-ცაგარელი, ოსკარ შმერლინგი და სანდრო კავსაძის ანსამბლი საზეიმო სადილზე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ძველი თბილისი
კავსაძე, სანდრო გრიგოლის ძე (1874-1939)
გაბუნია-ცაგარელი, ნატო მერაბის ასული (1859-1910)
შმერლინგი, ოსკარ ივანეს ძე (1863-1938)
რეზიუმე: ნატო გაბუნია – XIX საუკუნის არტისტული ლეგენდა იყო. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო გორში ხალხოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამატულ წრეში. გორში იხილა იგი დავით ერისთავმა და 1879 წელს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მოიწვია. 1882 წელს მისთხოვდა ასიკო (ავქსენტი) ცაგარელს. ნატო გაბუნია გამოირჩეოდა ხალხური, ეროვნული კოლორიტით, უშუალობით, ბუნებრიობით. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში და სოფლად. დიდია მისი ღვაწლი სენაკის დაბის თეატრალურ ცხოვრებაში. ნატო გაბუნია მონაწილეობდა ოპერეტებშიც. მის ტკბილ ხმას აღტაცებაში მოჰყავდა თეატრის მოყვარულები. ნატო გაბუნია გარდაიცვალა 1910 წლის 16 (29) აგვისტოს, თბილისში. დასაფლავებულია კუკიის სასაფლაოზე, ქმრის – ასიკო ცაგარლის გვერდით. სანდრო კავსაძე - ლოტბარი, მომღერალი. სიმღერა მამამ შეასწავლა, გორის სასულიერო სასწავლებელში კი სიმონ გოგლიჩიძესთან დაოსტატდა: ლოტბარმა სანდრო სასწავლებლის გუნდში თავის მოადგილედაც დანიშნა. ამავე გუნდში მღეროდა სოსო ჯუღაშვილიც (იოსებ სტალინი). თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი, ლადო აღნიაშვილის გუნდის სოლისტად მიიწვიეს; უკვე 1893 წელს 19 წლის სანდრომ ხოლო 1896 წელს სანდრო კავსაძემ უკვე თბილისში ჩამოაყალიბა გუნდი. პარალელურად, ილია წინამძღვრიშვილს - ცნობილ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძის მეგობარს, წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის დამაარსებელს - სანდრო კავსაძე აქ სიმღერა-გალობის მასწავლებლად მიუწვევია. დიდ ილიას, თურმე, განსაკუთრებით მოსწონდა სანდროს შესრულებული "ურმული" და "ოროველა". 1897 წელს ფოთის ქალაქის თავმა, დიდმა საზოგადო მოღვაწემ და პულიცისტმა ნიკო ნიკოლაძემ, სოფრომ მგალობლიშვილის რჩევით, სანდრო ფოთში გამოიძახა და მას სახელდახელოდ გუნდის შექმნა სთხოვა. 900-იან წლებში სანდრო სონია ციციშვილზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლე ადრე გარდაეცვალა და მარტომ გაზარდა სამი შვილი - გიგუშა, დათაშკა და რიტა (მარგარიტა). 1911 წელს სანდრო კავსაძემ თავისი გუნდი ძმისწულს, მოსკოვიდან ახლად დაბრუნებულ მიხეილ კავსაძეს გადასცა, თავად კი სამუშაოდ ჭიათურაში გადავიდა. ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროელთა გუნდების გარდა, სანდრო გუნდებს აყალიბებს საჩხერეში, ზესტაფონსა და ქუთაისში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1935 წელს სანდრო იმერეთიდან თბილისში გადმოიყვანეს და დეკადისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის შექმნა-მომზადება დაავალეს. მოადგილედ უმცროსი ვაჟი დათაშკა დაუნიშნეს. ქორეოგრაფიულ ნაწილს ილიკო სუხიშვილი უძღვებოდა. თბილისში დაბრუნებული სანდრო კავსაძის გუნდი მალე საგასტროლოდ ლენინგრადში მიიწვიეს. ამ პერიოდში გუნდმა ოცზე მეტი სიმღერა ჩაწერა. მალე სანდრო მძილედ დასნეულდა და 1939 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე, ქართველ მოღვაწეთა პანთეონში. ოსკარ ივანეს ძე შმერლინგი - გერმანელი წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.
აღწერილობა: გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია
მფლობელი: იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Banketi_Recto.jpgრექტო193.86 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Banketi_Verso.jpgვერსო105.05 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება