ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/129026
სათაური: ლადო ანიკაშვილი
საკვანძო სიტყვები: ანიკაშვილი, ვლადიმერ (ლადო) (1906-1980)
ექიმი
რეზიუმე: ვლადიმერ (ლადო) ანიკაშვილი - ლადო დაიბადა და გაიზარდა თბილისში გრიგოლ ანიკაშვილისა და სოფიო ნემსაძის ოჯახში. მას ჰყავდა 4 და: ნადია, ვერიკო, ქეთევანი და ეთერი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ლადომ ჩააბარა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა ექიმ-ფტიზიატრად (ფილტვების ექიმი). 1920-იან და 30-იან წლებში ლადოთბილისის „დინამო-2“-ის კაპიტნის რანგში №9 მაისურით თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა და გულშემატკივრების წრეებში საკმაოდ პოპულარული ფეხბურთელი იყო. მეორე მსოფლიო ომშილადო იბრძოდა სევასტოპოლში. მოგვიანებით, სევასტოპოლშივე, სადაც სსრკ-ს უმსხვილესი წყალქვეშა გემების ბაზა მდებარეობდა, იგი განაწილებულ იქნა წყალქვეშა გემზე ექიმად, სადაც ლადოს მაღალმა პროფესიონალიზმმა და ადამიანურმა თვისებებმა სათანადო შეფასება დაიმსახურა გემის კაპიტნის მხრიდან. ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს ნაცისტების წყალქვეშა გემთან, გერმანელებმა გაანადგურეს ის წყალქვეშა გემი, რომელზეც ლადო მსახურობდა, მაგრამ ღვთის განგებით ლადო, გემის კაპიტანი და კიდევ რამდენიმე ეკიპაჟის წევრი სასწაულებრივად გადარჩა. ბედის ირონიით, მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ლადო მეუღლესთან ერთად ექსკურსიაზეეწვია სევასტოპოლს, ზღვის პირას აღმართულ ბარელიეფზე სევასტოპოლში გამართულ ბრძოლებში დაღუპულ გმირთა სახელებს შორის მან თავისი გვარიც ამოიკითხა. სევასტოპოლის შემდეგ ლადო ახმეტის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარ ექიმად დაინიშნა, სადაც მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე - ნათელა კვაჭაძე, რომელიც აგრეთვე ჰოსპიტალში მუშაობდა მედ.დად. ნათელასგან ლადოს შეეძინა ორი შვილი: 1945 წელს მანანა და 1948 წელს ზურაბი. ახმეტის ჰოსპიტალში მუშაობის პერიოდში ლადომ მრავალი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა და პაციენტების დიდი სიყვარული დაიმსახურა. ომის დამთავრების შემდეგ ლადო დაინიშნა საქართველოს კურორტთა სამმართველოს უფროსად, სადაც მან რამდენიმე ათეული წელი იმუშავა. დისერტაციის დაცვის შემდეგ, ლადო გადავიდა „კურორტოლოგიის ინსტიტუტში“ დირექტორის მოადგილედ სამუშაოდ, სადაც პრაქტიკულად სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა და გარდაცვალებამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე გავიდა პენსიაზე. გარდა იმისა, რომ ლადო პატივცემული ექიმი იყო, იგი ბრწყინვალე მონადირისა და შესანისნავი ფოტოგრაფის რეპუტაციით სარგებლობდა. ფოტოგრაფია ხომ იმხანად მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა. გარდაიცვალა ლადო, რომლის ცხოვრების დევიზიც პატიოსნება და თავდაუზოგავი შრომა იყო, 1980 წელს.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია სევასტოპოლში
მფლობელი: ზაზა გოგოტიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Gogotishvili_005.jpgრექტო514.27 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Gogotishvili_006.jpgვერსო936.76 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება