ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/129917
სათაური: ფილიპე გოგიჩაიშვილი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
გოგიჩაიშვილი, ფილიპე (1872-1950)
ექიმი
მწერალი
ეკონომისტი
პუბლიცისტი
კრიტიკოსი
რეზიუმე: ფილიპე გოგიჩაიშვილი - დაიბადა 1872 წლის 20 იანვარს ლანჩხუთში. 1880-87 წლებში სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, 1894 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია, 1899 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1900 წლიდან მუშაობდა ექიმად სოფელ დიდ ჯიხაიშსა და გორისაში, შემდეგ — ქუთაისში. 1901 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიური განყოფილება. იყო „მესამე დასის“ წევრი, შემდეგ — მენშევიკ-ავტონომისტი, „ალიონელი“, 1902 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, 1905 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურში“, 1906 წელს იყო პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან, 1907 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისში, 1910 წელს დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. მენშევიკების მმრათველობის წლებში საქართველოს ეროვნული კრების, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი იყო.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ლევან ურუშაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Filipe Gogichaishvili 2.jpg701.02 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება