ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/131981
სათაური: მიხეილ და რევაზ ერისთავები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ერისთავი, მიხეილ რევაზის ძე (1861-1924)
ერისთავი, რევაზ
რეზიუმე: მიხეილ ერისთავი - დაიბადა სოფელ კარალეთში. მამამისი რევაზ ერისთავი იყო მეფე ერეკლე II-ის ქალიშვილის ანასტასია ბატონიშვილის ქალიშვილის შვილიშვილი. მიხეილმა პირველდაწყებითი განათლება მიიღო კერძო პანსიონატში, რის შემდეგ დაამთავრა უმანის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი (რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი ცნობილი სასწავლებელი). მიიღო აგრონომიის დარგში I თანრიგის ატესტატი და დაუბრუნდა თავის მამულს. მიხეილ ერისთავმა ამ დროიდან დაიწყო ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო მანქანების შემოტანა და დანერგვა. 1924 წლის აგვისტოში საყოველთაო შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობას იღებდა საზოგადოების ყველა ფენა, მას შესაბამისად მოჰყვა საყოველთაო ტერორი, რაც განსაკუთრებით იწვნიეს საქართველოს თავად-აზნაურობამ და ინტელიგენციამ. ერთ-ერთი ასეთი ტერორის მაგალითია ქსნის ერისთავის მიხეილის და მისი შვილის - რევაზის დახვრეტა კარალეთის ე.წ. " წითელრაზმელების", მიერ, თვითნებურად, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე.
აღწერილობა: მარჯვნიდან: მიხეილ ერისთავი, ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ლევან ურუშაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Mixeil da Revaz Eristavebi.jpg772.83 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება