ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/132545
სათაური: | ქუთაისი. ქალაქის ხედი, ვაჟთა გიმნაზია ( ქუთაისის კალსიკური გიმნაზია) |
საკვანძო სიტყვები: | ქალაქი ქუთაისი იმერეთი ვაჟთა გიმნაზია კლასიკური გიმნაზია |
გამოცემის თარიღი: | 8-Dec-2015 |
რეზიუმე: | ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია, იგივე კლასიკური გიმნაზია - 1878 წელს საგუბერნიო გიმნაზიის ბაზაზე შიექმნა, რომელიც თავის მხრივ 1830 წელს დაარსდა როგორც სამაზრო სასწავლებელი. 1850 წელს სასწავლებელი საგუბერნიო ვაჟთა გიმნაზიად გადააკეთეს და 1851-54 წლებში მისთვის არქიტექტორ ენფიაჯიევის პროექტით, ოქროს ჩარდახის სიახლოვეს დიდი ორსართულიანი შენობა ააგეს (დღევანდელი რუსთაველის ქუჩისპირა კორპუსი). გაზრდილი სასწავლებლისთვის 1901-03 წლებში არქიტექტორ ი.ლუკაშევის (პიატიგორსკისა და ნოვოროსიისკის გიმნაზიების ნაგებობათა ავტორი) პროექტით კიდევ ერთი დიდი შენობა აიგო (დღევანდელი ცისფერყანწელთა ქუჩისპირა კორპუსი). 1918 წელს კლასიკური გიმნაზიის გაუქმების შემდეგაც შენობებს ფუნქცია არ შეუცვლია. სხვადასხვა დროს გიმნაზიაში სწავლობდნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, მამია გურიელი, გიორგი წერეთელი, ნიკო ლორთქიფანიძე, დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვები |
აღწერილობა: | ქუთაისის ვაჟთა, იგივე კლასიკური გიმნაზია. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
963 - Кутаисъ. Видъ мужской гимназии и часть города.jpg | 572.35 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება