Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/132774
Title: ტერენტი ხურცილავა, ქეთევან იამანიძე და ლიზა ნაკაშიძე
Keywords: ჯგუფური
ხურცილავა, ტერენტი
იამანიძე, ქეთევან
ნაკაშიძე, ლიზა (1885-1937)
საზოგადო მოღვაწე
Abstract: ლიზა ნაკაშიძე - 1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის. 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ, მიემხრო „მენშევიკებს”. 1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს „გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ. 1918 წლის მარტში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი. 1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს 1923 წელს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ განაგრძო ანტი-საბჭოთა მოღვაწეობა, რის შემდეგაც ხელახლა დააპატიმრეს და კვლავ გადაასახლეს. 1937 წელს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით დახვრიტეს კრასნოიარსკში. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
Description: მარჯვნიდან პირველი: ლიზა ნაკაშიძე. ფოტოს გადარების თარიღი უცნობია
Owner: ლევან ურუშაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Terenti Khurtsilava Ketevan Iamanidze da Liza Nakashidze 192.jpg624.62 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.