ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/132774
სათაური: ტერენტი ხურცილავა, ქეთევან იამანიძე და ლიზა ნაკაშიძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ხურცილავა, ტერენტი
იამანიძე, ქეთევან
ნაკაშიძე, ლიზა (1885-1937)
საზოგადო მოღვაწე
რეზიუმე: ლიზა ნაკაშიძე - 1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის. 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ, მიემხრო „მენშევიკებს”. 1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს „გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ. 1918 წლის მარტში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი. 1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს 1923 წელს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ განაგრძო ანტი-საბჭოთა მოღვაწეობა, რის შემდეგაც ხელახლა დააპატიმრეს და კვლავ გადაასახლეს. 1937 წელს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით დახვრიტეს კრასნოიარსკში. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
აღწერილობა: მარჯვნიდან პირველი: ლიზა ნაკაშიძე. ფოტოს გადარების თარიღი უცნობია
მფლობელი: ლევან ურუშაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Terenti Khurtsilava Ketevan Iamanidze da Liza Nakashidze 192.jpg624.62 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება